ჰამფრი დეივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰამფრი დეივი
Davy Humphry desk color Howard.jpg
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი 1778
დაბ. ადგილი პენზანსი
გარდ. თარიღი 29 მაისი 1829
გარდ. ადგილი ჟენევა, შვეიცარია
დასაფლავებულია Cimetière des Rois[1]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო ქიმია, ფიზიკა
მუშაობის ადგილი ლონდონის სამეფო საზოგადოება
სამეცნიერო ხარისხი პროფესორი
მეუღლე Jane Davy
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი, სამეფო მედალი და რუმფორდის მედალი
ხელმოწერა Davy's signature.png
Humphry Davy ვიკისაწყობში

სერ ჰამფრი დეივი (ინგლ. Humphry Davy; დ. 17 დეკემბერი 1778, პენზანსი — გ. 29 მაისი 1829, ჟენევა) — ინგლისელი ქიმიკოსი, ფიზიკოსი და გამომგონებელი.

ბიოგრაფია, აღმოჩენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევი დაიბადა პენზანსში (კორნუოლი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) 1778 წლის 17 დეკემბერს. 1801 წელს სამეფო ინსტიტუტის ასისტენტი, 1802 წლიდან პროფესორი, 1820 წლიდან ლონდონის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი.

დეივისთან სწავლობდა და მუშაობდა მაიკლ ფარადეი.

20 წლის ჰამფრი დეივიმ აფთიაქში მუშაობის დაწყებისთანავე გააკეთა აღმოჩენა, რომელმაც განსაზღვრა მისი შემდგომი მოღვაწეობის ბედი– მან დაამტიკიცა რომ აზოტის ქვეჟანგი (N2O-მალხენი აირი) ტკივილს აყუჩებს. ელექტროლიზის თავისებური ხერხის გამოგონებით დეივიმ შეძლო დაეშალა ნატრიუმისა და კალიუმის ჰიდროქსიდები და თავისუფალი სახით მიიღო ეს ორი ტუტე მეტალი. მოკლე ხანში მეცნიერმა თავისუფალი სახით გამოყო კალციუმი, მაგნიუმი, სტრონციუმი, ბარიუმი. ჰამფრი დეივი 6 ახალი ქიმიური ელემენტის პირველაღმომჩენად ითვლება. მან დეტალურად შეისწავლა ქლორწყალბადმჟავა და ქლორი. მანვე შეიმუშავა მჟავათა წყალბადური თეორია.

ელექტროდენთან მუშაობამ ჰამფრი დეივი მიიყვანა ელექტრული რკალის აღმოჩენისთან, რაც შემდგომ ზეძლიერი ნათურების – რეფლექტორების, შუქურებისა და მსგავსი მოწობილობების შესაქმნელად გამოიყენეს. დეივის ეკუთვნის სპეციალური სანათის კონსტრუქცია მეშახტეთათვის (გამოიგონა 1815 წელს), რომლის უსაფრთხო მოქმედება გამორიცხავდა აირების აფეთქებას და ხანძარს მაღაროებსა და ჭაურებში.

თვითონ ეს გამოჩენილი სწავლული თავის საუკეთესო აღმოჩენად მიიჩნევდა მაიკლ ფარადეის გამოყვანას მსოფლიო მეცნიერების სარბიელზე. გარდაიცვალა ჟენევაში (შვეიცარია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბავშვო ენციკლოპედია, გვ. 16; თბილისი, 2006.

  1. Une visite du cimetière de Plainpalais