სიბორგიუმი
სიბორგიუმი |
106Sg |
[269] |
5f14 6d4 7s2 |
ზოგადი თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მასური რიცხვი | 269 | ||||||||||||||||||||||||||||||||||
სიბორგიუმი პერიოდულ სისტემაში | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 106 | ||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯგუფი | 6 | ||||||||||||||||||||||||||||||||||
პერიოდი | 7 პერიოდი | ||||||||||||||||||||||||||||||||||
ბლოკი | d-ბლოკი | ||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Rn] 5f14 6d4 7s2 | ||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 18, 32, 32, 12, 2 | ||||||||||||||||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა | |||||||||||||||||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | ||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 23–24 გ/სმ3 | ||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | 0, (+3), (+4), (+5), +6 | ||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 132 პმ | ||||||||||||||||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 143 პმ | ||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||||||||
ბუნებაში გვხვდება | სინთეზირების შედეგად | ||||||||||||||||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | კუბური მოცულობაცენტრირებული | ||||||||||||||||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | პარამაგნეტიკი | ||||||||||||||||||||||||||||||||||
CAS ნომერი | 54038-81-2 | ||||||||||||||||||||||||||||||||||
ისტორია | |||||||||||||||||||||||||||||||||||
სახელწოდება მომდინარეობს | გლენ თეოდორ სიბორგი | ||||||||||||||||||||||||||||||||||
აღმომჩენია | Lawrence Berkeley National Laboratory (1974) | ||||||||||||||||||||||||||||||||||
სიბორგიუმის მთავარი იზოტოპები | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
• |
სიბორგიუმი[1] (ლათ. Seaborgium; ქიმიური სიმბოლო — ), უნნილჰექსიუმი (ლათ. Unnilhexium; ქიმიური სიმბოლო — ), ეკა-ვოლფრამი (Eka-tungsten) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, მეექვსე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეექვსე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, VIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 106, სიმკვრივე — 23-24 გ/სმ3. სახელი დაერქვა ამერიკელი ქიმიკოსის გლენ თეოდორ სიბორგის პატივსაცემად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიბორგიუმი სინთეზირებული იქნა 1974 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოურენსის სახელობის ეროვნულ ლაბორატორიაში ბერკლიში[2]. ახალი ელემენტის მისაღებად გამოყენებული იქნა 249Cf+18O→263106+4n -ის რეაქცია. ნუკლიდები იდენტიფიცირებული იქნა α-დაშლით 259Rf-ად და შემდეგ 255No-ში. ამავ დროს და დამოუკიდებლად მომუშავე დუბნას ჯგუფმა გიორგი ფლიოროვისა და იური ოგანესიანის მეთაურობით გამოაქვეყნა 106-ე ლემენტის სინთეზის მონაცემები ტყვიის და ქრომის ბირთვების შერწყმის რეაქციისას[3]. მეცნიერები მათ მიერ ნანახ ბირთვ 259106-ის სპონტანური დაშლის რეაქციის პროდუქტის ნახევარდაშლის პერიოდს მიაწერდნენ რამდენიმე მილიწამს[4]-ის სპონტანურ დაყოფას. ეს მიღწევა აღიარებლ იქნა როგორც მეცნიერული აღმოჩენა და შეტანი იქნა სსრკ-ს სახელმწიფო რეესტრში № 194-ად 1974 წლის 11 ივლისი პრიორიტეტითსემდეგი ფორმულირებით: «დადგენილ იქნა აქამდე უცნობი 106 ატომური ნომრით რადიოაქტიური ელემენტის იზოტოპის წარმოქმნის მოვლენა, რაც ვლინდებოდა ქრომის აჩქარებული იონების მეშვეობით ტყვიის იზოტოპის დასხივებით შედეგად ტყვიისა და ქრომის ბირთვების შერწყმა და 106 ელემენტის იზოტოპის წარმოქმნით რომლის ნახევარდაშლის პერიოდი მიახლოებით 0,01 წმ-ია»[5].
IUPAC-ის სამუშაო ჯგუფმა 1993 წ. დაადგინა, რომ დუბნის ჯგუფის მუშაობას ჰქონდა დიდ მნიშვნელობა შემდგომი კვლევებისათვის, მაგრამ, ბერკლის ჯგუფის მუშაბისგან განსხვავებით ვერ მოახდინა ახალი ელემენტის წარმოქმნის დამაჯერებელი დემონსტრაცია[6]. ამიტომაც 1997 წ. IUPAC (თავისი ადრინდელი რეკომენდაციის მიუხედავად, სადაც გამოთქმული იყო საბჭოთა მეცნიერების წინადადებაზე თანხმობა ეწოდებინათ ელემენტისათვის «რეზერფორდიუმი»[7]) მიიღო გადაწყვეტილება ელემენტისათვის მიენიჭებინა სახელი ბერკლის უნივერსიტეტის გამოჩენილი ფიზიკოსის გლენ სიბორგის პატივსაცემად[8], რომელიც მონაწილეობდა პლუტონიუმის და სხვა ცხრა ტრანსურანული ელემენტების აღმოჩენაში. სიბორგი გახდა პირველი მეცნიერი, რომლის სახელი მიენიჭა ელემენტს სიცოცხლეშივე.[9].
სიბორგიუმი მიღებულ იქნა ხელოვნურად, ბირთვული სინთეზის გზით. ატომურ ბირთვში ნაწილაკების დიდი რაოდენობა ატომს აქცევს არასტაბილურად და იწვევს მის დაყოფას უფრო ნაკლებ ნაწილაკებად წარმოქმნისთანავე.
სიბორგიუმი მიეკუთვნება ტრანსაქტინოიდების რიცხვს, სავარაუდოდ მდებარეობს მენდელეევის სისტემის მე-7 პერიოდის, VIB ჯგუფში. სიბორგიუმის ატომის ელექტრონების გარე სამი შრის ფორმულა სავარაუდოდ შემდეგია:
5s2 p6 d10 f14 6s2 p6 d4 7s2.
მეცნიერებმა მიიღეს სიბორგიუმის რამდენიმე იზოტოპი, რომლის მასური რიცხვია 258—267, 269 და 271, რომლებიც განსხვავდებიან ნახევარდაშლის პერიოდით. ყველაზე დიდი ნახევარდაშლის პერიოდი (3,1 წთ) აქვს 269Sg.
ცნობილი იზოტოპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იზოტოპი | მასა | ნახევარდაშლის პერიოდი[10] | დაშლის ტიპი |
---|---|---|---|
258Sg | 258 | მლწმ. | სპონტანური დაყოფა |
259Sg | 259 | წმ. | α-დაშლა 255Rf (90 %); სპონტანური დაყოფა |
260Sg | 260 | 3,6±0,9 მლწმ. | α-დაშლა 256Rf; სპონტანური დაყოფა |
261Sg | 261 | 0,23±0,06 წმ | α-დაშლა 257Rf |
262Sg | 262 | მლწმ. | სპონტანური დაყოფა; α-დაშლა 258Rf (< 22 %) |
263Sg | 263 | 1,0±0,2 წმ | α-დაშლა 259Rf; სპონტანური დაყოფა (< 30 %) |
264Sg | 264 | მლწმ. | სპონტანური დაყოფა |
265Sg | 265 | 8±3 წმ | სპონტანური დაყოფა; α-დაშლა 261Rf |
266Sg | 266 | წმ. | სპონტანური დაყოფა; α-დაშლა 262Rf |
267Sg | 267 | 1,4 წთ | სპონტანური დაყოფა; α-დაყოფა 263Rf |
269Sg | 269 | წთ. | α-დაშლა 265Rf |
271Sg | 271 | წთ. | α-დაშლა 267Rf; სპონტანური დაყოფა |
ქიმიური ნაერთები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილია სიბორგიუმის შემდეგი ნაერთები: SgO2Cl2, SgO2F2, SgO3, H2SgO3, ასევე კომპლექსური იონები [SgO2F3]- и [Sg(OH)5(H2O)]+.
შესწავლილია სიბორგიუმის კარბონილური კომპლექსი Sg(CO)6[11].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიბორგიუმი Webelements-ზე
- სიბორგიუმი ქიმიური ელემენტების პოპულარულ ბიბლიოთეკაში დაარქივებული 2018-12-03 საიტზე Wayback Machine.
- ელემენტების სინთეზის შესახებ საიტზე - ОИЯИ დაარქივებული 2017-11-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სიბორგიუმი — ტექნიკური ლექსიკონი
- ↑ A. Ghiorso et al., Element 106, Physical Review Letters, 1974, ტ. 33, № 25, გვ. 1490 - 1493.
- ↑ ი. ც. ოგანესიანი და სხვა., ფერმიუმის, კურჩატოვიუმისა და 106 ატომური ნომერის ელემენტის ნეიტრონოდეფიციტური იზოტოპების სინთეზი, Письма в ЖЭТФ, 1974, ტ. 20, № 8, გვ. 580-585.
- ↑ ჰოფმანის მიმოხილვითი ნამუშევარი (S. Hofmann, New elements - approaching Z=114, Reports on Progress in Physics, 1998, ტ. 61, № 6, გვ. 639-689.) სიბორგიუმის იზოტოპებზე ახალი მონაცემების საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ სინამდვილეში მეცნიერები დუბნის ჯგუფიდან თვალს ადევნებდნენ 260Sg და 256Rf
- ↑ რუსეთის მეცნიერული აღმოჩენები. ტრანსურანული ელემენტების აღმოჩენები.
- ↑ R. C. Barber et al., Discovery of the transfermium elements, Pure and Applied Chemistry, 1993, ტ. 65, № 8, გვ. 1757-1814.
- ↑ Commission on Nomenclature of Inorganic Chemistry, Names and symbols of transfermium elements (IUPAC Recommendations 1994), Pure and Applied Chemistry, 1994, ტ. 66, № 12, გვ. 2419-2421.
- ↑ Commission on Nomenclature of Inorganic Chemistry, Names and symbols of transfermium elements (IUPAC Recommendations 1997), Pure and Applied Chemistry, 1997, ტ. 69, № 12, გვ. 2471-2473.
- ↑ Willem H. Koppenol, Paneth, IUPAC, and the Naming of Elements, Helvetica Chimica Acta, 2005, ტ. 88, № 1, გვ. 95 - 99.
- ↑ Nudat 2.3
- ↑ J. Even et al., Synthesis and detection of a seaborgium carbonyl complex(ინგლისური), Science, 2014, ტ. 345, № 6203, გვ. 1491-1493, doi:10.1126/science.1255720.
ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | ||||||||||||||||||||||||||
1 | H | He | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2 | Li | Be | B | C | N | O | F | Ne | |||||||||||||||||||||||||||||||||||
3 | Na | Mg | Al | Si | P | S | Cl | Ar | |||||||||||||||||||||||||||||||||||
4 | K | Ca | Sc | Ti | V | Cr | Mn | Fe | Co | Ni | Cu | Zn | Ga | Ge | As | Se | Br | Kr | |||||||||||||||||||||||||
5 | Rb | Sr | Y | Zr | Nb | Mo | Tc | Ru | Rh | Pd | Ag | Cd | In | Sn | Sb | Te | I | Xe | |||||||||||||||||||||||||
6 | Cs | Ba | La | Ce | Pr | Nd | Pm | Sm | Eu | Gd | Tb | Dy | Ho | Er | Tm | Yb | Lu | Hf | Ta | W | Re | Os | Ir | Pt | Au | Hg | Tl | Pb | Bi | Po | At | Rn | |||||||||||
7 | Fr | Ra | Ac | Th | Pa | U | Np | Pu | Am | Cm | Bk | Cf | Es | Fm | Md | No | Lr | Rf | Db | Sg | Bh | Hs | Mt | Ds | Rg | Cn | Nh | Fl | Mc | Lv | Ts | Og | |||||||||||
8 | 119 | 120 | ⁂ | 143 | 144 | 145 | 146 | 147 | 148 | 149 | 150 | 151 | 152 | 153 | 154 | 155 | 156 | 157 | 158 | 159 | 160 | 161 | 162 | 163 | 164 | 165 | 166 | 167 | 168 | 169 | 170 | 171 | 172 | ||||||||||
⁂ | 121 | 122 | 123 | 124 | 125 | 126 | 127 | 128 | 129 | 130 | 131 | 132 | 133 | 134 | 135 | 136 | 137 | 138 | 139 | 140 | 141 | 142 | |||||||||||||||||||||
|