ქიმიური ელემენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ელემენტი.
ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

ატომური მოძღვრების თანახმად ქიმიური ელემენტი, ელემენტი ბირთვის ტოლი მუხტის მქონე ატომების ერთობლიობაა. ატომის ბირთვის მუხტი განპირობებულია მასში პროტონების რაოდენობით. ამ რაოდენობას ატომურ ნომერს უწოდებენ.

ეს ტერმინი აღნიშნავს აგრეთვე სუფთა ნივთიერებას, რომელიც შედგება ბირთვში ერთი და იმავე რაოდენობის პროტონების მქონე ატომებისაგან. ქიმიური რეაქციების დროს არ ხდება ქიმიური ელემენტების გარდაქმნა. ქიმიური ელემენტების გარდაქმნა შესაძლებელია მხოლოდ ბირთვული რეაქციების გზით. ქიმიური ელემენტის ეს თანამედროვე განსაზღვრება შემოიტანა რობერტ ბოილმა 1661 წელს და იგი უპირისპირდება პლატონისეულ ოთხი ელემენტის თეორიას.

ქიმიური რეაქციების დროს იცვლება ატომების გარეელექტრონთა შორის კავშირები, ხოლო ბირთვული რეაქციების დროს კი ხდება ატომის ბირთვის შემადგენელი ნუკლონების გარდაქმნა.

დღეისათვის ცნობილია 117 ელემენტი (1–იდან 118–ის ჩათვლით გარდა 117–ესი), მათგან 94 გვხვდება ბუნებრივი სახით დედამიწაზე.

ჩვეულებრივ, ქიმიურ ელემენტებს განადასებენ მენდელეევის მიერ გამოგონებულ მენდელეევის ელემენტთა პერიოდულობის ცხრილში.

ქიმიურ ელემენტთა სახელები და სიმბოლოები[რედაქტირება]

ქიმიურ ელემენტთა სახელები[რედაქტირება]

ქიმიურ ელემენტთა სახელებს სხვადასხვა ენაში სხვადასხვა წარმოშობა აქვთ. ძველთაგანვე ცნობილი ელემენტების სახელები ქართულ ენაში (მაგ. ვერცხლი, რკინა, ტყვია...) , როგორც წესი ენის უძველეს ფენას მიეკუთვნება და მათი ეტიმოლოგიის დადგენა საკმაოდ შრომატევადია; ამ ელემენტების სახელებს მოპოვებათ კანონზომიერი შესატყვისები სხვა ქართველურ ენებშიც.

ზოგიერთი ელემენტის სახელი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი მათ უხსოვარი დროიდან იყენებს, ზოგიერთი ენათმეცნიერის მოსაზრებით უძველეს ნასესხობას წარმოადგენს, ასეთებია: კალა, სპილენძი, ოქრო...

ელემენტების ქართული სახელების შემუშავება–დამკვიდრებაში ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვით მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართველ მეცნიერთ, რომელთაც შეთხზეს ისეთი ელემენტების სახელები, როგორიცაა წყალბადი, ნახშირბადი, ჟანგბადი...

დანარჩენი ელემენტების სახელები ნასესხებია ლათინურიდან. ლათინური სახელების წარმოშობა მარავალფეროვანია და იგი უკავშირდება:

ქიმიურ ელემენტთა სიმბოლოები[რედაქტირება]

მიღებულია ქიმიური ელემენტების პირობითად აღნიშვნა სიმბოლოებით. ქიმიური სიბოლო შედგება დიდი სათავო ლათინური ასოსაგან (ეს ასო ელემენტის ლათინური სახელის პირველი ასოა, მაგ. C - Carbon), რომელსაც შესაძლოა მოსდევდეს ლათინური პატარა ასო (მეორე ასოც ელემენტის ლათინურ სახელს უკავშირდება, მაგ. Na- Natrium, Hg- Hydrargyrum).

ეს სიმბოლოები საერთაშორისოა და გამოყენება აადვილებს სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ქიმიკოსთა შორის ურთიერთობას, გარდა ამისა სიმბოლოების გამოყენებით ქიმიური ფორმულები უფრო სხარტად იწერება და ადვილდება მათი ვიზუალური აღქმა.

იზოტოპია და იზოტოპები[რედაქტირება]

როგორც ცნობილია, ატომის ბირთვი შედგება არამხოლოდ პროტონებისაგან არამედ ნეიტრონებისაგანაც. არსებობს ისეთი ატომები, რომელთა ბირთვიც პროტონების ტოლ რაოდენობას შეიცავს, მაგრამ არ ემთხვევა ნეიტრონების რაოდენობა. ამ მოვლენას იზოტოპია ეწოდება, ხოლო ატომებს რომლებიც ერთმანეთისაგან ბირთვში ნეიტრონების რაოდენობით განსხვავდებიან იზოტოპები ეწოდებათ. იზოტოპების მაგალითია პროთიუმი (წყალბადის ბირთვი რომელიც შეიცავს ერთ პროტონს), დეითერიუმი(წყალბადის ბირთვი რომელიც შეიცავს 1 პროტონსა და ერთ ნეიტრონს) და ტრითიუმი (წყალბადის ბირთვი რომელიც შეიცავს ერთ პროტონსა და ორ ნეიტრონს).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]