შინაარსზე გადასვლა

სტრონციუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტრონციუმი
38Sr
87.62
5s2
სტრონციუმი, 38Sr
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა მოვერცხლიფრო-თეთრი ფერის, რბილი, პლასტიური ლითონი
სტანდ. ატომური
წონა
Ar°(Sr)
87.62±0.01
87.62±0.01 (დამრგვალებული)
სტრონციუმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Ca

Sr

Ba
რუბიდიუმისტრონციუმიიტრიუმი
ატომური ნომერი (Z) 38
ჯგუფი 2 ჯგუფი (ტუტემიწა ლითონები)
პერიოდი 5 პერიოდი
ბლოკი s-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Kr] 5s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 8, 2
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
777 °C ​(1050 K, ​​1431 °F)
დუღილის
ტემპერატურა
1377 °C ​(1650 K, ​​2511 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 2.64 გ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 2.375 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 7.43 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 141 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 26.4 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 796 882 990 1139 1345 1646
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი 1, +2
ელექტროდული პოტენციალი −2.89
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 0.95
იონიზაციის ენერგია
  • 1: 549.5 კჯ/მოლ
  • 2: 1064.2 კჯ/მოლ
  • 3: 4138 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 215 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 195±10 პმ
იონური
რადიუსი
(rion)
(+2e) 112 პმ
ვან-დერ-ვალსის რადიუსი 249 პმ
მოლური მოცულობა 33.7 სმ3/მოლი

სტრონციუმის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება პირველადი ნუკლიდების სახით
მესრის სტრუქტურა კუბური წახნაგცენტრირებული
მესრის პერიოდი 6.080 Å
თერმული გაფართოება 22.5 µმ/(მ·K) (25 °C)
ხვედრითი თბოტევადობა 26.79 /(K·მოლ)
თბოგამტარობა 35.4 ვტ/(·K)
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
მაგნიტური ამთვისებლობა −92.0×10−6 სმ3/მოლ
იუნგას მოდული 15.7 გპა
წანაცვლების მოდული 6.03 გპა
პუასონის კოეფიციენტი 0.28
მოოსის მეთოდი 1.5
CAS ნომერი 7440-24-6
ისტორია
აღმომჩენია უილიამ კრუიკშენკი და ადერ კროუფორდი (1787)
პირველი მიმღებია ჰამფრი დეივი (1808)
სტრონციუმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
82Sr სინთ 25.36 დღ-ღ ε 82Rb
83Sr სინთ 1.35 დღ-ღ ε 83Rb
β+ 83Rb
γ
84Sr 0.56% სტაბილური
85Sr სინთ 64.84 დღ-ღ ε 85Rb
γ
86Sr 9.86% სტაბილური
87Sr 7.00% სტაბილური
88Sr 82.58% სტაბილური
89Sr სინთ 50.52 დღ-ღ β 89Y
90Sr კვალი 28.90 წ β 90Y

სტრონციუმი[1] (ლათ. Strontium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის, მეორე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეორე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, IIა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 38, ატომური მასა — 87.62, tდნ — 777 °C, tდუღ — 1377 °C, სიმკვრივე — 2.64 გ/სმ3. მოვერცხლიფრო-თეთრი ფერის, რბილი, პლასტიური ლითონი. მიეკუთვნება ტუტემიწა ლითონებს. ფლობს მაგალი ქიმიური აქტიურობით, ჰაერზე სწრაფად რეაგირებს ტენთან და ჟანგბადთან, და იფარება მოყვითალო ოქსიდის ფენით.

შოტლანდიაში 1764 წელს ტყვიის საბადოებზე სოფელ სტრონშიანში, მინერალ სტრონციანიტში აღმოჩენილ იქნა ახალი ელემენტი, რამაც შემდგომ მისცა ახალ ელმენტს სახელწოდება. ამ მინერალში ახალი ელემენტის ოქსიდის არსებობა დადგენილ იქნა 1787 წელს უილიამ კრუიკშენკისა (ვულიჯიდან)და ადერ კროუფორდის მიერ. სუფთა სახით გამოყოფილ იქნა სერ დევი ჰემფრის მიერ 1808 წელს.

სტრონციუმ 90Sr-ის იზოტოპი წარმოადგენს რადიოაქტიურს რომლის ნახევრდაშლის პერიოდია 28.9 წელი. 90Sr განიცდიან β-დაშლას, რომელიც გადადის რადიოაქტიურზე 90Y (ნახევარდაშლის პერიოდი 64 ს.) გარემოში მოხვედრილი სტრონციუმ-90-ის სრული დაშლა ხდება მხოლოდ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ. 90Sr წარმოიქმნება ბირთვული აფეთქებისას და ბირთვული რეაქტორების შიგნით მისი მუშაობის დროს.

გამოიყენება დენის რადიოიზოტოპური წყაროებში სტრონციუმის ტიტანატის სახით (სიმკვრივე 4,8 გრ/სმ³, ხოლო ელექტროგამოყოფა მიახლოებით 0,54 ვტ/სმ³).

თავისუფალი სახით სტრონციუმი არ გვხვდება ბუნებაში. ის შედის მიახლოებით 40 მინერალის შემადგენლობაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია — ცელესტინი SrSO4 (51,2% Sr). მოიპოვებენ ასევე სტრონციანიტს SrCO3 (64,4% Sr). ამ ორ მინერალს აქვს სამრეწველო მნიშვნელობა. ყველაზე ხშირად სტრონციუმი არის როგორც მინარევი კალციუმის სხვადასხვა მინერალებში.

სტრონციუმის მინერალები:

  • SrAl3(AsO4)SO4(OH)6 — კემლიციტი;
  • Sr2Al(CO3)F5 — სტენონიტი;
  • SrAl2(CO3)2(OH)4•Н2О — სტრონციოდრესერიტი;
  • SrAl3(PO4)2(OH)5•Н2О — გოიასიტი;
  • Sr2Al(PO4)2OH — გუდგენიტი;
  • SrAl3(PO4)SO4(OH)6 — ვანბერგიტი;
  • Sr(AlSiO4)2 — სლოსონიტი;
  • Sr(AlSi3O8)2•5Н2О — ბრიუსტერიტი;
  • Sr5(AsO4)3F — ფერმორიტი;
  • Sr2(B14O23)•8Н2О — სტრონციოჯინორიტი;
  • Sr2(B5O9)Cl•Н2О — სტრონციოხილგარდიტი;
  • SrFe3(PO4)2(OH)5•Н2О — ლიუსუნიტი;
  • SrMn2(VO4)2•4Н2О — სანტაფეიტი;
  • Sr5(PO4)3OH — ბელოვიტი;
  • SrV(Si2O7) — ხარადაიტი.

ფიზიკური გავრცელებით დედამიწის ქერქში სტრონციუმს უჭირავს 23-ე ადგილი — მისი მასური წილი შეადგენს 0,014% (ლითოსფეროში — 0,045%). დედამიწის ქერქში ლითონის მოლური წილი 0,0029%-ია. სტრონციუმს შეიცავს ზღვის წყალიც (8 მგრ/ლ)[2].

ბუნებაში სტრონციუმი გვხვდება 4 სტაბილური იზოტოპის ნარევის სახით 84Sr (0,56 %), 86Sr (9,86 %), 87Sr (7,02 %), 88Sr (82,56 %).

სტანდარტული ატომური მასა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტრონციუმის სტანდარტულ ატომურ მასად მიღებულია — 87,62, რომელიც როგორც წესი იანგარიშება ბუნებაში არსებულ ყველა სტაბილურ იზოტოპტთა საშუალო შეწონილი მასით, მათი დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში გავრცელების პროპორციულად.

იზოტოპი Z N ატომური მასა
(მ.ა.ე.)
% ბუნებაში საშუალო
შეწონილი
84Sr 38 46 83,913425 0,56 % 0,469915
86Sr 38 48 85,909260 9,86 % 8,470653
87Sr 38 49 86,908877 7,00 % 6,083621
88Sr 38 50 87,905612 82,58 % 72,592454
Ar, სტან.(Sr) 87,616644

ცნობილია სტრონციუმის საბადოები კალიფორნიაში, არიზონაში (აშშ); რუსეთში და სხვა ქვეყნებშიც[3][4].

ლითონური სტრონციუმის მიღების 3 ხერხი არსებობს:

ლითონური სტრონციუმის მიღების ძირითად სამრეწველო მეთოდს წარმოადგენს მისი ოქსიდის თერმული აღდგენა ალუმინით.

სტრონციუმის ელექტროლიტურმა მიღებამ ელექტროლიზის მეშვეობით SrCl2 და NaCl ნარევიდან ვერ მიიღო ფართო გავრცელება მცირე გამოსავლიანობისა და ბევრი მინარევებით დაბინძურების გამო.

სტრონციუმის ჰიდრიდის ან ნიტრიდის თერმული დაშლის დროს წარმოიქმნება მწვრილდისპერსიული ტრონციუმი, რომელიც ადვილად აალებადია.

ფიზიკური თვისებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტრონციუმი — რბილი მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონია, ის ჭედადი და პლასტიურია, ადვილად იჭრება დანით.

სტრონციუმი პოლიმორფულია — ცნობილია მისი სამი მოდიფიკაცია. 215оС-მდე მდგრადია კუბურ წახნაბცენტრირებული მოდიფიკაცია (α-Sr), 215-სა და 605оС-ს შორის — ჰექსაგონალური (β-Sr), 605оС-ზე ზევით — კუბური მოცულობაცენტრირებული მოდიფიკაცია (γ-Sr).

დნობის ტემპერატურაა — 768оС, დუღილის ტემპერატურა კი — 1390оС.

სტრონციუმი თავის ნაერთებში ყოველთვის ავლენს +2 ვალენტობას. თავისი თვისებებით სტეონციუმი ახლოსაა კალციუმთან და ბარიუმთან, და უჭირავს მათშორისი მდგომარეობა.

ელექტროდაძაბულობის რიგში სტრონციუმს ყველაზე აქტიურ ლითონებს შორის უჭირავს ადგილი (მისი ნორმალური ელექტროდული პოტენციალი ტოლია −2,89 ვ). ენერგიულად რეაგირებს წყალთან, სტრონციუმის ჰიდროქსიდის წარმოქმნით:

Sr + 2H2O = Sr(OH)2 + H2

ურთიერთქმედებს მჟავეებთან, აძევებს მძიმე ლითონებს საკუთარი მარილებიდან. კონცენტრირებულ მჟავეებთან (H2SO4, HNO3) რეაგირებენ სუსტად.

ლითონური სტრონციუმი სწრაფად იჟანგება ჰაერზე, ყვითელი ფენის წარმოქმნით, რომელშიც სტრონციუმის ოქსიდის SrO-ის გარდა, ყოველთვის მიიღება პეროქსიდი SrO2 და ნიტრიდი Sr3N2. ჰაერზე გახურებისას აალდება და იწვის, ტრონციუმის ფხნილს ჰაერზე აქვს თვითაალებისაკენ მიდრეკილება.

სტრონციუმი ენერგიულად რეაგირებს არალითონებთან — გოგირდთან, ფოსფორთან, ჰალოგენებთან. ურთიერთქმედებს წყალბადთან (200оС-ზე ზევით), აზოტთან (400оС-ზე ზევით). პრაქტიკულად არ რეაგირებს ტუტეებთან.

მაღალ ტემპერატურაზე რეაგირებს CO2, კარბიდები წარმოქმნით:

5Sr + 2CO2 = SrC2 + 4SrO

სტრონციუმი მარილები Cl, I, NO3 ანიონებით ადვილად ხსნადებია. ხოლო მარილები F, SO42−, CO32−, PO43− ანიონებით ნაკლებადხსნადები არიან.

სტრონციუმისა და მისი ნაერთები გამოყენების ძირითადი დარგებია — რადიოელექტრონიკა, პიროტექნიკა, მეტალურგია, კვების მრეწველობა.

სტრონციუმი გამოიყენება სპილენძის და ზოგი მისი შენადნობის ლეგირებისათვის, შეყავთ აკუმულატორის ტყვიის შენადნობებში, თუჯის, სპილენძის და ფოლადის დესულფურაციისათვის.

სტრონციუმი 99,99—99,999 % სიწმინდით გამოიყენება ურანის აღსადგენად.

სტრონციუმის მაგნიტური ფერიტები ფართოდ გამოიყენება როგორც მასალა მუდმივი მაგნიტების დასამზადებლად.

პიროტექნიკაში გამოიყენება სტრონციუმის კარბონატი, სტრონციუმის ნიტრატი, სტრონციუმის პერქლორატი ალისათვის წითელი ფერის მისაცემად. მაგნიუმ-სტრონციუმის შენადნობს აქვს უძლიერესი პიროფორული თვისებები და გამოიყენება პიროტექნიკაში. საიგნალო შემადგენლობებში.

სტრონციუმის ურანატი თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს (სტრონციუმ-ურანატის ციკლი, ლოს-ალამოსი, აშშ) თერმოქიმიური მეთოდით წყალბადის მიღებაში (ატომურ-წყალბადური ენერგეტიკა), კერძოდ კი მუშავდება სტრონციუმის ურანატის შემადგენლობაში, ურანის ბირთვების უშუალო დაშლის მეთოდები, სითბოს მისაღებად წყლის დაშლისას წყალბადად და ჟანგბადად.

სტრონციუმის ოქსიდი გამოიყენება როგორც ზეგამტარი კერამიკის კომპონენტი.

სტრონციუმის ფტრორიდი გამოიყენება როგორც მაღალი ენერგოტევადობის და ენერგოსიმკვრივის მყარსხეულიანი ფტორიონული აკუმულატორული ბატარეების კომპონენტი.

სტრონციუმის შენადნობები კალათან და ტყვიასთან გამოიყენება აკუმულატორული ბატარეების დენამრიდების ჩამოსასხმელად. სტრონციუმის შენადნობი კადმიუმთან გამოიყენება გალვანური ელემენტების ანოდებისათვის.

იზოტოპი ატომური მასით 89, რომელსაც ნახევარდაშლის პერიოდი აქვს 50,55 დღეღამე, გამოიყენება (ქლორიდის სახით) როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

გავლენა ადამიანის ორგანიზმზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არ უნდა აგვერიოს ადამიანის ორგანიზმზე სტრონციუმის ბუნებრივი (არარადიოაქტიური, ნაკლებად ტოქიკური და მკურნალობისათვის ფართოდ გამოყენებადი ოსტეოპოროზი) და რადიოაქტიური იზოტოპების[5].

ბუნებრივი სტრონციუმი — მიკროორგანიზმების, მცენარეების და ცხოველების შემადგენელი ნაწილია. სტრონციუმი წარმოადგენს კალციუმის ანალოგს, ამიტომაც ის ყველაზე ეფექტურად გროვდება ძვლის ქსოვილში. რბილ ქსოვილებში რჩება მხილოდ 1 %-ზე ნაკლები. ტრონციუმი დიდი სისწრაფით გროვდება ოთხწლამდე ბავშვების ორგანიზმში, როდესაც ხდება ძვლის ქსოვილების აქტიური ფორმირება. სტრონციუმის ცვლა მერყეობას იწყებს კუჭნაწლავისა და გულ-სისხლძარღვების ზოგი დაავადების დროს.

მოხვედრის გზები:

  1. წყალი (წყალში სტრონციუმის ზღვრული დასაშვები კონცენტრაციაა — 8 მგრ/ლ, აშშ-ში — 4 მგრ/ლ[5])
  2. საკვები (ტომატები, ჭარხალში, ცერეცოში, ოხრახუშში, თალგამში, ბოლოკში, ხახვში, კომბოსტოში, შვრიაში, ჭვავში, ხორბალში)
  3. ინტრატრაქიული მიწოდება
  4. კანით
  5. ინგალაციური (ფილტვებით)
  6. ადამიანები, რომელთა სამსახური დაკავშირებულია სტრონციუმთან (მედიცინაში რადიოაქტიური სტრონციუმი გამოიყენება როგორც აპლიკატორები კანისა და თვალის დაავადებების სამკურნალოდ. ბუნებრივი სტრონციუმის გამოყენების ძირითადი დარგებია — რადიოელექტრონიკა, პიროტექნიკა, მეტალურგია, მეტალოთერმია, კვების მრეწველობა, მაგნიტური მასალების წარმოებაში, რადიოაქტიური სტრონციუმის — ატომური ელექტრო ბატარეების წარმოებაში. ატომურ-წყალბადურ ენერგეტიკაში, რადიოიზოტოპურ თერმოელექტრულ გენერატორებში და სხვა)

არარადიოაქტიური სტრონციუმის გავლენა ვლინდება ძალიან იშვიათად და მხოლოდ სხვა ფაქტორების ზემოქმედებით (კალციუმის და ვიტამინ დ-ს დეფიციტით, არასრულყოფილი კვებით, მიკროელემენტების შეფარდების დარღვევით, როგორიცაა ბარიუმი, მოლიბდენი, სელენი და სხვა). მაშინ მან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში «სტრონციუმის რაქიტი» და «უროვის დაავადება» — კიდურების დაზიანება და დეფორმაცია, ზრდის შეჩერება და სხვა დარღვევები.

რადიოაქტიური სტრონციუმი პრაქტიკულად ყოველთვის ნეგატიურად ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ძვლის ქოვილებში დაგროვებით, ის ასხივებს ძვლის ქსოვილს და ტვინს, რაც ზრდის ძვლის ტვინის კიბოს დაავადების რისკს, ხოლო დიდი რაოდენობით იწვევს სხივურ დაავადებას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 581-582.
  2. J.P. Riley and Skirrow G. Chemical Oceanography V. I, 1965
  3. რუბიდიუმი — ქიმიური ელემენტები თვისებები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-28. ციტირების თარიღი: 2012-01-09.
  4. NR2.Com.Ua: Пермская область. Пермские месторождения стронция могут вызвать снижение мировых цен на это полезное ископаемо / 22.08.00 / Новый Регион — Россия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-09. ციტირების თარიღი: 2012-01-09.
  5. 5.0 5.1 სტრონციუმის ტოქსიკოლოგიური მონაცემები