ვატი (აღნიშვნა: ვტ, W) — სიმძლავრის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. აღსანიშნავია, რომ ერთი ცხენის ძალა ტოლია 735.5-დან 750-მდე ვატისა[1].
არსებობს მექანიკური, თბური და ელექტრული სიმძლავრე. სახელი ეწოდა ჯეიმზ ვატის პატივსაცემად. ქართული აღნიშვნაა ვტ, საერთაშორისო W.
მექანიკაში 1 ვატი არის სიმძლავრე რომლის დროსაც 1 წამში 1 ჯოულიმუშაობა სრულდება.
სითბური ნაკადის სიმძლავრე 1 ვატი ექვივალენტურია 1 ვატი მექანიკური სიმძლავრისა.
1 ვატი აქტიური ელექტრული სიმძლავრეც 1 ვატი მექანიკური სიმძლავრის ექვივალენტურია და განისაზღვრება როგორც სიმძლავრე 1 ამპერიმუდმივი დენისა 1 ვოლტი ძაბვის დროს.