ორთქლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორთქლი

ორთქლი — ნივთიერული აირული მდგომარეობის სახელწოდება, როდესაც აირულ ფაზას შეუძლია წონასწორობაში იყოს იმავე ნივთიერების თხევად ან მყარ ფაზასთან (ე.ი. ისეთი მდგომარეობა, როდესაც ტემპერატურა და წნევა კრიზისულზე ნაკლებია). ორთქლსა და აირს შორის განსხვავება მცირეა, ამიტომ ეს დაყოფა პირობითია. როგორც წესი, ტერმინ „ორთქლ“-ს მაშინ იყენებენ, როდესაც ფაზური წონასწორობა ხორციელდება ჩვეულებრივი (ბუნებრივი) პირობებისათვის დამახასიათებელი T ტემპერატურისა და p წნევის დროს (მაგ., შეიძლება ვილაპარაკოთ სპირტის, ბენზოლის, იოდის, ნაფთალინის ორთქლზე).

გამონაკლისის სახით აირულ მდგომარეობაში მყოფ წყალს უწოდებენ ორთქლის კრიზისულ მნიშვნელობებზე მაღალი ტემპერატურისა და წნევისათვის მაშინ, როდესაც ნახშირორჟანგს (Co2) კრიზისულ ტემპერატურაზე დაბლაც აირს უწოდებენ. ფაზური გარდაქმნების თერმოდინამიკური თვალსაზრისით ორთქლი და აირი ეკვივალენტური ტერმინებია.

ლიტერატურა[რედაქტირება]