დისპროზიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დისპროზიუმი
66 Dy
162,5
4f10 6s2
დისპროზიუმი, 66Dy
Dysprosium.jpg
ზოგადი თვისებები
ელემენტის ფერი რბილი პრიალა მოვერცხლისფრო
სტანდ. ატომური
მასა
Ar, სტან.(Dy)
საყოველთაოდ
მიღებული: 162,5
დისპროზიუმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სიცილიუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენიუმი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმიუმი ნეოდიმიუმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოემიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო Mercury (element) თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესიუმი ოგანესონი


Dy

Cf
ტერბიუმიდისპროზიუმიჰოლმიუმი
ატომური ნომერი (Z) 66
ჯგუფი III ჯგუფი (ლანთანოიდები)
პერიოდი პერიოდი 6
ბლოკი f-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Xe] 4f10 6s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 28, 8, 2
ელემენტის ატომის სქემა
Electron shell 066 Dysprosium.svg
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
1407 °C ​(1680 K, ​2565 °F)
დუღილის
ტემპერატურა
2562 °C ​(2840 K, ​4653 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 8.540 გრ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 8.37 გრ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 11.06 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 280 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 27.7 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 1378 1523 (1704) (1954) (2304) (2831)
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი 0, +1, +2, +3, +4 (a weakly basic oxide)
ელექტროდული პოტენციალი
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 1.22
იონიზაციის ენერგია
  • 1: 573.0 კჯ/მოლ
  • 2: 1130 კჯ/მოლ
  • 3: 2200 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 178 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 192±7 პმ
მოლური მოცულობა 19,0 სმ3/მოლი
Dysprosium spectrum visible.png
დისპროზიუმის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
მესრის სტრუქტურა ჰექსაგონალური
Hexagonal close packed.svg
მესრის პერიოდი 3,593 Å
ბგერის სიჩქარე thin rod 2710 მ/წმ (at 20 °C)
თერმული გაფართოება 9.9 µმ/(მ·K)
თბოგამტარობა 10.7 ვტ/(·K)
ელექტრული წინაღობა 926 Ω·m
მაგნეტიზმი paramagnetic at 300 K
მაგნიტური მგრძნობელობა +103 500.0×10−6 სმ3/მოლ
იუნგას მოდული 61.4 გპა
წანაცვლების მოდული 24.7 გპა
დრეკადობის მოდული 40.5 გპა
პუასონის კოეფიციენტი 0.247
ვიკერსის მეთოდი 410–550 მპა
ბრინელის მეთოდი 500–1050 მპა
CAS ნომერი 7429-91-6
ისტორია
აღმოჩენილია Lecoq de Boisbaudran (1886)
დისპროზიუმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
154Dy syn 3.0×106 y α 150Gd
156Dy 0.056% სტაბილური
158Dy 0.095% სტაბილური
160Dy 2.329% სტაბილური
161Dy 18.889% სტაბილური
162Dy 25.475% სტაბილური
163Dy 24.896% სტაბილური
164Dy 28.260% სტაბილური

დისპროზიუმი (ძვ. ბერძნ. δυσπρόσιτος — ძნელადმისაწვდომი) — ლანთანოიდების ჯგუფის ქიმიური ელემენტი, რომლის ატომური ნომერია 66; დისპროზიუმი მოვერცხლისფრო ბზინვარების იშვიათმიწა ლითონი. სუფთა სახით ბუნებაში არ გვხვდება, მაგრამ შედის ზოგიერთი მინერალის შემადგენლობაში, მაგალითად, ქსენოტიმში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პ. ე. ლეკოკ დე ბუაბოდრანმა 1886 წელს ჰოლმიუმის ან ჰოლმიუმის მიწის სპექტროსკოპიული ანალიზის დროს აღმოაჩინა დისპროზიუმი, შემდგომ გამოჰყო ოქსიდი. 1906 წელს ჟ. ურბენმა მიიღო დისპორზიუმი სუფთა სახით.

ბუნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის ქერქში დისპროზიუმის კლარკია (ტეილორის მიხედვით) 5 გრ/ტ, ოკეანის წყალში მისი შემცველობაა 2,9×10−6[1]. სხვა იშვიათმიწა ელემენტებთან ერთად დისპროზიუმი შედის მინერალების გადოლინიტის, ქსენოტიმის, მონაციტის, აპატიტის, ბასტენზიტის და სხვაების შემადგენლობაში.

საბადოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისპროზიუმი შედის ლანთანოიდების შემადგენლობაში, რომლებიც მდებარეობენ ჩინეთში, აშშ, ვიეტნამში, ავღანეთში, რუსეთში (კოლის ნახევარკუნძული), ყირგიზეთში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ინდოეთში[2].

მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისპროზიუმს იღებენ DyCl3 ან DyF3-ის აღდგენით კალციუმით, ნატრიუმით ან ლითიუმით.

ფიზიკო-ქიმიური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისპროზიუმი — მოვერცხლისფრო-რუხი ფერის ლითონია. 1384 °C-ზე ქვევით მდგრადია α-Dy ჰექსაგონალური მესერით, а = 0,35603 ნმ, с = 0,56465 ნმ, 1384 °C-ზე ზევით — β-Dy კუბური მესერით.

ჰაერზე ნელა იჟანგება, 100 °C-ზე ზევით კი — ჩქარა. ლითონური დისპროზიუმი გახურებისას მოქმედებს ჰალოგენებთან, აზოტთან, წყალმადთან. ურთიერთქმედებენ მინერალურ მჟავეებთან (HF-ის გარდა), წარმოქმნიან მარილებს Dy (׀׀׀), არ რეაგირებენ ტუტეების ხსნარებთან.

ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

99—99,9 % სიწმინდის ლითონური დისპროზიუმის ზოდებზე ფასი 2008 წელს იყო 180—250 დოლარი[3] 1 კგ-ზე.

გამოკენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტალურგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოიყენება თუთიის შენადნობების მალეგირებელ კომპონენტად. დისპროზიუმის დამატებით ცირკონიუმში მკვეთრად აუმჯობესებს მის ტექნოლოგიურობას (მაგრამ ზრდის სითბური ნეიტრონების მიტაცების განიკვეთს). დისპროზიუმით ლეგირებული ცირკონიუმი ადვილად მუშავდება წნევით (დაწნეხა).

ლაზერული მასალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისპროზიუმის იონები დიდი ხანია გამოიყენება სამედიცინო ლაზერებში (ტალღის სიგრძე — 2,36 მკმ).

კატალიზატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისპროზიუმი გამოიყენება როგორც ეფექტიანი კატალიზატორი.

ბირთვული ენერგეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისპროზიუმი გამოიყენება ატომურ ტექნიკაში (ბორიდი, ბორატი, ოქსიდი, ჰაფნატი) როგორც ნეიტრონების აქტიურად მიმტაცებელი მასალა (საფარები, მინანქრები, საღებავები, მარეგულირებელი ღეროები), მიტაცების განიკვეთი იზოტოპების ბუნებრივ ნარევში მიახლოებით 930 ბარნია, ხოლო იზოტოპების ბუნებრივ ნარევში ყველაზე აქტიური ნეიტრონების მიტაცების მხრივ არის დისპროზიუმ-161 (585 ბარნი) და დისპროზიუმ-164 (2700 ბარნი). მაგალითად, რეაქტორების მარეგულირებელ ღეროებში გამოიყენება დისპროზიუმის ოქსიდი ტიტანის ოქსიდთან ერთად ნარევში, თუმცა მხოლოდ როგორც დანამატი, ღეროს მთავარი ნაწილი შევსებულია ბორის კარბიდით. ნარევის შთანთქმის ეფექტიურობა უფრო მცირეა, ვიდრე ბორისა, მაგრამ მასზე შთაინთქმება გამა-კვანტების ნეიტრონები, ამიტომაც ის არ იბერება[4].

გიგანტური მაგნიტოსტრიქციული ეფექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისპროზიუმ-რკინის შენადნობი, პოლიკრისტალური და განსაკუთრებით მონოკრისტალური სახით გამოიყენება როგორც მძლავრი მაგნიტოსტრიქციული მასალა.

თერმოელექტრული მასალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისპროზიუმის მონოტელურიდის თერმო-ე.მ.ძ მიახლოებით ტოლია 15—20 მკვვ/К.

ელექტრონიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისპროზიუმის ორთოფერიტი შეზღდულად პოვებს გამოყენებას ელექტრონიკაში.

მაგნიტური მასალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისპროზიუმის ოქსიდი გამოიყენება ზემძლავრი მაგნიტების დასამზადებლად.

შუქის წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისპროზიუმი გამოიყენება მეტალოჰალოგენური ნათურების წარმოებაში რომლის სპექტრი მზის სპექტრთან ახლოსაა. Dy2O3 გამოიყენებენ როგორც წითელი ნათების ლუმინოფორების კომპონენტს.

ბიოლოგიური როლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისპროზიუმს ბიოლოგიური როლი არ აქვს. დისპროზიუმის ლითონური მტვერი აღიზიანებს ფილტვებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. J.P. Riley and Skirrow G. Chemical Oceanography V. I, 1965
  2. Что такое МИНЕРАЛЬНЫЕ РЕСУРСЫ: РУДЫ РЕДКИХ МЕТАЛЛОВ — Энциклопедия Кольера — Словари — Словопедия
  3. ფასები დისპროზიუმზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-29. ციტირების თარიღი: 2012-03-05.
  4. ს.ა.ანდრუშეჩკო, ა.მ.აფოროვი, ბ.ი.ვასილევი, ვ.ნ.გენერალოვი, კ.ბ.კოსოუროვი, ი.მ.სემჩენკოვი, ვ.ფ.უკრაინცევი, ВВЭР-1000 ტიპის რეაქტორებიანი აეს-ი. ექსპლუატაციის ფიზიკური საფუძვლებიდან პროექტის ევოლუციამდე, მოსკოვი: ლოგოსი, 20101000 ეგზ., ISBN 978-5-98704-496-4.