ემირ ბურჯანაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემირ ბურჯანაძე
ემირ ბურჯანაძე.jpg
ემირ ბურჯანაძე
დაიბადა 3 მაისი, 1937
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაიცვალა 18 სექტემბერი, 2004 (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
ეროვნება საქართველოს დროშა ქართველი
სფერო გრაფიკა
ჯილდოები საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ემირ ვალერიანის ძე ბურჯანაძე (დ. 3 მაისი, 1937, თბილისი — გ. 18 სექტემბერი, 2014, თბილისი) — ქართველი გრაფიკოსი და მხატვარ-მონუმენტალისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1990), თბილისის საპატიო მოქალაქე (2005), ღირსების ორდენის კავალერი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემირ ბურჯანაძე დაიბადა 1937 წლის 1 მაისს თბილისში. 1944–1956 წლებში სწავლობდა თბილისის რკინიგზის მე-7 საშუალო სკოლაში; 1952–1957 წლებშ მეცადინეობდა პიონერთა სასახლის ხატვის ჯგუფში გრიგოლ მესხისა და შალვა კაპანაძის ხელმძღვანელობით. 1957–1964 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ლადო ქუთათელაძე, ლადო კეშელავა, შოთა კუპრაშვილი, დუდა გაბაშვილი. აკადემია დაამთავრა სადიპლომო ნამუშევრით — ლინოგრავირების სერია „შრომა“ და ავტოლითოგრაფიების სერია „ხევი“.

1962–1969 — მუშაობდა ტექნიკური ესთეტიკის საკავშირო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში, სამრეწველო გრაფიკის განყოფილების მხატვარ-კონსტრუქტორად. ამ ინსტიტუტში შემოქმედებითი მუშაობის დასწყისი მჭიდროდაა დაკავშირებული ქართული დიზაინის პირველ ნაბიჯებთან. აქ იქმნება პირველი ქართული საფირმო სასაქონლო ნიშნები და სიმბოლური ემბლემები. მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ნიშანი შესულია იტალიაში გამოცემული საფირმო ნიშნების საერთაშორისო კატალოგში.

1973 წელს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხელმძღვანელობდა შრიფტის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიას. შექმნილი აქვს ქართული მხატვრული შრიფტები: სატიტულო, სარეკლამო და საპროექტო. ქართული ჩართული ანბანის (მონოგრამების) სრული ციკლი, შექმნილი აქვს გერბები, საფირმო სასაქონლო ნიშნები და ემლემები. აგრეთვე იგი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი და ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო 10 ლარიანი მონეტების შემქმნელი.

ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობდა ქართულ ეროვნულ და რელიგიურ თემებზე. იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე, იყალთოს საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი.

გარდაცივალა 2014 წლის 18 სექტემბერს 77 წლის ასაკში.[2] დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[3] 2015 წლის 3 მაისს თიბლისში ემირ ბურჯანაძის მემორიალური დაფა გაიხსნა.[4]

თბილისის სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წლიდან იწყებს მუშაობას თბილისის სიმბოლიკაზე:

  • თბილისის გერბი და გერბის ვარიანტები;[5]
  • თბილისის დროშა;
  • თბილისის გასაღები;
  • თბილისის სიმბოლო;
  • თბილისის საპატიო მოქალაქის მედალი და დიპლომი;
  • თბილისის შემოსავლების პროექტი;
  • თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის ემბლემა;
  • საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის და კოლეჯის ემბლემა და უმაღლესი ჯილდო ივ. ჯავახიშვილის მედალი,
  • დ. სარაჯიშვილის მედალი და დროშა;
  • საქართველოს სამხედრო საიჯინრო აკადემიის ემბლემა;
  • საქართველოს სასაზღვრო ძალების გერბი;
  • მუხაძის სახ. ჰემატოლოგიის და სისხლის გადასხმის ინ-ტის ემბლემა;
  • ხალხური მხატვრული წარმოების გაერტიანება „სოლანის“ ემბლემა;
  • საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტრო ემბლემა;
  • სასულიერო აკადემიის და სემინარების სარეკლამო ქვა-ჯვარი.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის პირადი ნიშნები და ორდენი.
  • საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმის ემბლემა;
  • ოთარ ღუდუშაურის სახ. სამედიცინო ცენტრის ემბლემა;
  • ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის უამრავი გამოცემა და მრავალი სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ე. ბურჯანაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. წაკითხვის თარიღი: 13 აპრილი, 2019.
  2. ემირ ბურჯანაძე გარდაიცვალა. old.1tv.ge (18 სექტემბერი, 2014). წაკითხვის თარიღი: 13 აპრილი, 2019.
  3. ემირ ბურჯანაძე (1937-2014). geonecropol.com. წაკითხვის თარიღი: 13 აპრილი, 2019.
  4. ემირ ბურჯანაძის მემორიალის გახსნა. Maestro.ge (3 მაისი, 2015). წაკითხვის თარიღი: 13 აპრილი, 2019.
  5. თბილისის სიმბოლიკები. თბილისის მერია. წაკითხვის თარიღი: 13 აპრილი, 2019.