ვაშლობი
სოფელი | |
---|---|
ვაშლობი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭართალი |
კოორდინატები | 42°17′32″ ჩ. გ. 44°43′37″ ა. გ. / 42.29222° ჩ. გ. 44.72694° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1400 მ |
მოსახლეობა | 10[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ვაშლობი — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჭართლის თემის შემადგენლობაში.[1] მდებარეობს გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჯუღისის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 43 კილომეტრით.
2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპედიცია ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინა. გამოვლინდა სამნავიანი ბაზილიკა, სამხრეთის და ჩრდილოეთის სათავსოები, ტაძრის მიმდებარედ — ამავე პერიოდის სამაროვნები.[2]
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 10 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[3] | 207 | 111 | 96 |
2002 | 26[4] | ||
2014 | 10 ![]() |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 331.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ სოფელ ვაშლობში შუა საუკუნეების ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს დაარქივებული 2017-08-22 საიტზე Wayback Machine. . 1tv.ge. 2017-08-22.
- ↑ ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 12
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.