შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შატილი.
სოფელი
შატილი
Village Shatili, NE Georgia.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი შატილი
კოორდინატები 42°39′30″ ჩ. გ. 45°09′25″ ა. გ. / 42.65833° ჩ. გ. 45.15694° ა. გ. / 42.65833; 45.15694
ცენტრის სიმაღლე 1400
მოსახლეობა 22[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

შატილისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე არღუნის ხეობაში. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 1400 მ. დუშეთიდან 115 კმ. საუკუნეთა განმავლობაში დარაჯობდა ქვეყნის ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს.

შატილი ერთ მტკაველ მიწაზე, კლდოვან ფერდობზეა შეფენილი. სახლი სახლზეა მიდგმული, ქვედა სახურავი ზედას ეზოა და ა.შ. აქ სოფლიდან გამოუსვლელედ ყველა სახლში შეიძლება მოხვდეთ. ასეთ სახლებს ჩარდახიან სახლებს ეძახიან. შატილი საცხოვრებელი სახლების კომპლექსიცაა და ციხე-კოშკებისაც. ეს ფაქტობრივად ციხე-სოფელია.

შატილის სახლები შეიძლება XVII საუკუნით ან XVIII საუკუნის დასაწყისით დათარიღდეს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 22 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 213 108 105
2002[3] Decrease2.svg 68 35 33
2014[1] Decrease2.svg 22 14 8

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევსურეთი“ (მეორე გამოცემა), თბილისი, ნაკადული, 1984 წ., გვ. 16.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები