ბარისახო
სოფელი | |
---|---|
ბარისახო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხევსურეთი |
კოორდინატები | 42°28′22″ ჩ. გ. 44°55′40″ ა. გ. / 42.47278° ჩ. გ. 44.92778° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1460 მ |
მოსახლეობა | 153[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ბარისახო — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის თემის ცენტრი (სოფლები: აკუშო, კორშა, გუდანი, ბისო, ღული, ჩხუბა, ჭიე, ბლო, ამღა, ატაბე, აყნელი, აჭე, ახიელი, ბაცალიგო, ბუჩუკურთა, გველეთი, დათვისი, ზეისტეჩო, კარწაულთა, მაღრაანი, მოწმაო, როშკა, უკანახო, ქობულო, ღელისვაკე, ჩირდილი, ძეძეურთა, ჭალისოფელი, ჭიმღა, ჭორმეშავი, წინხადუ, ხახმატი). მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარე ხევსურეთის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1460 მეტრზე, დუშეთიდან 63 კილომეტრში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1813 წელს ბარისახოსთან გაიმართა ბრძოლა აჯანყებულ ხევსურებსა და რუსეთის ჯარს შორის, რომელიც ხევსურების დამარცხებით დამთავრდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში სოფელში 46 კომლი სახლობდა. 1934 წელს ბარისახოში საზეიმოდ გაიხსნა ფშავ-ხევსურეთის გზა (დუშეთი-ბარისახო), რომლის მშენებლობაც 1930 წელს დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება ბარისახოს ხმალას ანგელოზისადმი შეწირული რიტუალური წყლის ჭურჭელი, ლომის გამოსახულებით (XII–XIV სს.), რომელზეც შემონახულია XVII-XVIII სს. წარწერა: „ქ. შემოგწირე მარაულმა საღირამ ხმალას და მთავარანგელოზსა შვილისა და…“
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 153 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[2] | 115 | 48 | 67 |
2002[3] | 215 | 130 | 85 |
2014[1] | 153 | 76 | 77 |
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 210.
- ჯამბურია ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 226.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ სერგი მაკალათია, „ხევსურეთი“ (მეორე გამოცემა), თბილისი, ნაკადული, 1984 წ., გვ. 15.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.