ჩინთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ჩინთი
Chinti.jpg
ჩინთის კოშკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჟინვალი
კოორდინატები 42°06′49″ ჩ. გ. 44°46′52″ ა. გ. / 42.11361° ჩ. გ. 44.78111° ა. გ. / 42.11361; 44.78111
ცენტრის სიმაღლე 680
მოსახლეობა 188[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (98%)[2]
ჩინთი — საქართველო
ჩინთი
ჩინთი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჩინთი

ჩინთი — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჟინვალის სადაბო.[1] მდებარეობს მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 680 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 17 კილომეტრით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ჩინთი მდებარეობს ისტორიულ ხერკში, ფხოვისა და თიანეთის გზაგასაყარზე. ჩინთი XVI საუკუნიდან არაგვის ერისთავთა კუთვნილება იყო, XVIII საუკუნიდან ქართლ-კახეთის სამეფო კარის კონტროლის ქვეშ მოექცა. XVII-XVIII საუკუნეებში ლეკთა თარეშის შედეგად სოფელში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. XIX საუკუნეში აქ ქართველი მთიელები (ძირიტადად ბუჩუკურები) დასახლდნენ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 188 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 წ. აღწ. 222 -- --
2014 წ. აღწ. Decrease2.svg188 -- --

მატერიელური-კულტურის ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინთში შემონახულია კოშკების კომპლექსი. ვაკეზე, კლდის მცირე მასივის ორივე მხარეს, თითო-თითო კოშკია აღმართული. არაგვის მხარეს პირშექცეული, გეგმით სწორკუთხა კოშკი დანგრეულია. მეორე კოშკი ხუთსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით გამოყვანილი სწორი ჰორიზონტალური რიგებით. შესასვლელი II სართულიდან აქვს. კოშკები XVIII საუკუნეზე ადრინდელ ხანას მიეკუთვნება. აქედან დაახლოებით 30 მეტრზე დგას მესამე, ხუთსართულიანი კოშკი. იგი უჩვეულო სახისაა. მისი ქვედა ნახევარი გარედან კუთხედებმომრგვალებულია, ზედა ნახევარი ოთხკუთხედია. შესასვლელი აქვს II სართულზე გარედან მისადგმელი კიბით. ნაშენია დამუშავებული რიყის ქვითა და ლოდებით, ურევია ნატეხი ქვაც. იგი XV-XVIII სს. მიეკუთვნება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]