შინაარსზე გადასვლა

ზაქათკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზაქათკარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ქვეშეთი
კოორდინატები 42°26′24″ ჩ. გ. 44°31′20″ ა. გ. / 42.44000° ჩ. გ. 44.52222° ა. გ. / 42.44000; 44.52222
ცენტრის სიმაღლე 1650
მოსახლეობა 57[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ზაქათკარი — საქართველო
ზაქათკარი
ზაქათკარი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ზაქათკარი
ზაქათკარი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ზაქათკარი

ზაქათკარისოფელი საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეული).[1]

მდებარეობს მდ. მთიულეთის არაგვის ხეობაში, კაიშაურის პლატოზე (დიდველზე), ზღვის დონიდან 1650 მ-ის სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 70 კილომეტრით.

სოფლის სახელწოდება იქ მცხოვრებ ზაქაიძეთა გვარიდან მომდინარეობს. ზაქაიძე ყოფილა ხადის ერთ-ერთი ციხისთავი. ხადის ციხისთავები იხსენიებიან XIV საუკუნის ძეგლში — „ძეგლის დადებაში მეფეთ მეფისა გიორგის მიერ“. სოფელი ზაქათკარი იხსენიება არაგვის საერისთავოს 1781 წლის აღწერაში.

ზაქათკარის მიდამოებში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხესიმაგრის კომპლექსი, რომელსაც „ციხისთავიანთს“ უწოდებენ. სოფლის განაპირას, გალავნით შემოზღუდულ სასაფლაოს ტერიტორიაზე, დგას შუა საუკუნეების პატარა სამლოცველო, სამრეკლო და უზარმაზარი ლოდებით ნაშენი ზურგიანი კოშკის ნანგრევები. სოფლის მახლობლად, მთის თხემზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების ჯაღმიანთ ეკლესია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 57 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა მამაკაცი ქალი
1926[2] 104 56 48
2002[3] 81 43 38
2014[1] 57 30 27
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 11
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.