ზენუბანი
| სოფელი | |
|---|---|
|
ზენუბანი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ჭართალი |
| კოორდინატები | 42°15′53″ ჩ. გ. 44°38′47″ ა. გ. / 42.26472° ჩ. გ. 44.64639° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1440 მ |
| მოსახლეობა | 9[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ზენუბანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).[1]
მდებარეობს ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1440 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 40 კილომეტრით. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიული ძეგლი საისტორიო წყაროებში XVI საუკუნის მიწურულიდან იხსენიება, როგორც საკათალიკოსო სოფელი. შედიოდა ერწო-თიანეთის საეპისკოპოსოში. ზენუბანზე გადიოდა შიდასამიმოსვლო გზები, ერთი დიდგორისაკენ მიემართებოდა, მეორე — ნიჩბის-კავთურის გამყოფ ქედზე გადიოდა. სოფელს არაერთხელ შემოსევიან მთის უცხო ტომები. XVIII საუკუნის I ნახევარში სოფლის შემოგარენში მოხდა დიდი შეტაკება ოსებსა და მთიულებს შორის. მოსახლეობა ამ ადგილს „სისხლის ტბას“ უწოდებს.
სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთის მწვერვალზე დგას VIII–IX საუკუნეების და გვიანდელი შუა საუკუნეების სამების კომპლექსი. მასში შედის სამების დარბაზული ეკლესია (VIII–IX სს.), მცირე დარბაზული ეკლესია (ამჟამად მისი ნაწილია შემორჩენილი), კოშკი, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და გალავანი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 9 ადამიანი.[1]
| აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1926[2] | 185 | 88 | 97 |
| 2002 | 8[3] | ||
| 2014 | 9 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 514.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 356.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 255.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 12
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.