შინაარსზე გადასვლა

ზეისტეჩო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზეისტეჩო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ხევსურეთი
კოორდინატები 42°34′23″ ჩ. გ. 44°57′36″ ა. გ. / 42.57306° ჩ. გ. 44.96000° ა. გ. / 42.57306; 44.96000
ცენტრის სიმაღლე 2000
მოსახლეობა 1[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ზეისტეჩო — საქართველო
ზეისტეჩო
ზეისტეჩო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ზეისტეჩო
ზეისტეჩო — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ზეისტეჩო

ზეისტეჩოსოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს ტერიტორიულ ერთეულში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).

მდებარეობს მდინარე ესაჩოს (ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 2000 მ-ზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 75 კმ-ით.

ზეისტეჩო მიეკუთვნება პირაქეთა ხევსურეთის გორშეღმის ხეობას. ზეისტეჩოს სახელწოდებით გაერთიანებულია 5 ისტორიული სოფელი: უსტამალაე, ორბეულთა, ჭიღონი (ჭალისოფელი), ესაჩუ და კორიელი. მათი საერთო სალოცავი იყო „ზეისტეჩოს ჯვარი“.[2]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 ადამიანი. ბოლო მცხოვრები, მიქაელ (მიხა) არაბული 2023 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა.[3]

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1926[4]542133
2002[5] 110
2014[1]110
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. II, თბ., 1982. — გვ. 98–99.
  3. „სოფელ ზეისტეჩოს ბოლო ადგილობრივი, მიქაელ არაბული, იგივე „მიხა პაპა“ გარდაიცვალა“. www.interpressnews.ge. 14 იანვარი, 2023. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. სერგი მაკალათია, „ხევსურეთი“ (მეორე გამოცემა), თბილისი, ნაკადული, 1984 წ., გვ. 16.
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.