შინაარსზე გადასვლა

მაღაროსკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მაღაროსკარი

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი მაღაროსკარი
კოორდინატები 42°17′26″ ჩ. გ. 44°51′56″ ა. გ. / 42.29056° ჩ. გ. 44.86556° ა. გ. / 42.29056; 44.86556
ცენტრის სიმაღლე 920
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 221[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მაღაროსკარი — საქართველო
მაღაროსკარი
მაღაროსკარი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
მაღაროსკარი
მაღაროსკარი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
მაღაროსკარი

მაღაროსკარისოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მაღაროულასა და ფშავის არაგვის შესართავთან. თემის ცენტრი (სოფლები: აფშო, გომეწარი, გუდარახი, ინო, კანატია, კაწალხევი, კუჭეჭა, მიგრიაულთა, საშევარდნო, ქალილო, შარახევი, ჩარგალი, წიფრანი, ხილიანა, ხომი). ზღვის დონიდან 920 მ, დუშეთიდან 38 კმ.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მდეობარეობს XIX საუკუნის პირველ ნახევარში აგებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. ეს არის „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც გადახურულია ცხრაწახნაგა პირამიდული გუმბათით. სოფლის ჩრდილოეთით, 4 კმ-ზე, მდ. ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარ კართანასთან შემორჩენილია X–XI საუკუნეების ძლიერ დაზიანებული დარბაზული ეკლესია, მეორე ეკლესიის ნანგრევები და გვიანი შუა საუკუნეების ოთხკუთხა კოშკი. სოფლის დასავლეთით, 3 კმ-ზე, სალაღოსწვერის მთაზე შემორჩენილია VIII–IX საუკუნეების მცირე დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. 1974 და 1983–1985 წლებში ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი) ნასოფლარის ტერიტორიაზე გათხარა V–IX საუკუნეების სამაროვანი – 154 ინდივიდუალური ქვის სამარხი და 4 კოლექტიური აკლდამა.[2]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 221 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობამამაკაციქალი
2002[3]280137143
2014[1]221 110111
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.