გომეწარი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
გომეწარი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | მაღაროსკარი |
| კოორდინატები | 42°18′14″ ჩ. გ. 44°48′51″ ა. გ. / 42.30389° ჩ. გ. 44.81417° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1480 მ |
| მოსახლეობა | 68[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
გომეწარი — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მაღაროულას (ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, დუშეთიდან 41 კილომეტრში. ისტორიულად წარმოადგენდა თუშეთის ერთ-ერთ თემს.[2]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 68 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[3] | 135 | 70 | 65 |
| 2014[1] | 68 | 35 | 33 |
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის შუაში, მდინარის მარცხენა მხარეს, მთის კალთის მცირე შევაკებაზე, დგას XVIII საუკუნის მიწურულს აგებული ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. სოფელთან ახლოს, საყდართგორად წოდებულ ადგილზე მდებარეობს VIII–IX საუკუნეების პატარა დარბაზული ეკლესია. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია შუა საუკუნეების ნასახლარის ნაშთები.
გომეწარსა და გომეწრის ხეობაზე გადიოდა თიანეთისა და მთიულეთ-გუდამაყრის დამაკავშირებელი გზა. ხეობის თავში შემორჩენილია ადრინდელი შუა საუკუნეების დროინდელი ციხეები: ყელყვითელას ციხე, რომელიც თიანეთიდან და მთიულეთ-გუდამაყრიდან გადმომავალ გზას იცავდა, და სიმაგრეულას ციხე, რომელიც დარაჯობდა ხორხის ხეობიდან მომავალ გზას. ყელყვითელას ციხეზე 1944 წელს ნაპოვნია ქვაზე ამოკვეთილი X საუკუნის იურიდიული დოკუმენტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 214.
- გ. ბაგრატიონი . მ. ბალიაური. ჯ. გვასალია, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 92.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 268 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.