შინაარსზე გადასვლა

ჩოხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჩოხი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი გუდამაყარი
კოორდინატები 42°27′21″ ჩ. გ. 44°42′49″ ა. გ. / 42.45583° ჩ. გ. 44.71361° ა. გ. / 42.45583; 44.71361
ცენტრის სიმაღლე 1760
მოსახლეობა 17[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ჩოხი — საქართველო
ჩოხი
ჩოხი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჩოხი
ჩოხი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ჩოხი

ჩოხისოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის თემში.[1] მდებარეობს მთიულეთ-ფშავის კავკასიონის სამხრეთ კალთზე. მდინარე ბურსაჭირის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1760 მ. დუშეთიდან 63 კმ. სოფელში დგას პირიმზის ხატი და წმინდა გიორგის ეკლესია.

პირიმზე ფუძის ანგელოზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირიმზე ფუძის ანგელოზი

სოფელში მდებარეობს გუდამაყრელთა სალოცავი პირიმზე ფუძის ანგელოზი. პირიმზის ხატი პატარა ქვითკირის ეკლესიაა, რომელიც სიპი ქვით იყო გადახურული და ქვის ჯვარი ედგა თავზე. ეკლესიას გარს ერტყა ხატის ტყე. ჩოხის წმ. გიორგის ეკლესიაში ინახებოდა პირიმზის ხატი, რომელიც წარმოადგენდა ვერცხლით მოჭედილ და მხედრულწარწერიან ჯვარს წმინდა გიორგის გამოსახულებით. ის 1707 წელს შესწირა თეიმურაზმა, შემდგომში არაგვის ერისთავმა, ფუძის ანგელოზს. პირიმზეში 9-10 ხატობა ტარდებოდა, რომელთაგან უმთავრესი იყო ფუძის ანგელოზობა, რომელიც 30-31 აგვისტოს იმართებოდა. პირიმზე წკლაურ-ბექაურებმა ხევსურეთის სოფელ უკანახოდან გადაიტანეს გუდამაყარში.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 17 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 17 5 12
2014 17 8 9
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩოხი&oldid=4402095“-დან