შინაარსზე გადასვლა

ოძისი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოძისი (მრავალმნიშვნელოვანი)‎.
სოფელი
ოძისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი მჭადიჯვარი
კოორდინატები 42°02′55″ ჩ. გ. 44°29′50″ ა. გ. / 42.04861° ჩ. გ. 44.49722° ა. გ. / 42.04861; 44.49722
ცენტრის სიმაღლე 730
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 513[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 92,8 %
ოსები 6,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ოძისი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ოძისი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
ოძისი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ოძისი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
ოძისი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ოძისი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

ოძისისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, მჭადიჯვრის თემში.[1] მდებარეობს მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე. სოფელ ოძისიდან იყო დრამატურგი და პოეტი გიორგი ერისთავი. შემორჩენილია მისი სახლ-მუზეუმი.

ოძისი დასახლებული იყო ადრეული ბრინჯაოს ხანიდან. ქართულ საისტორიო წყაროებში მოხსენიებულია XV საუკუნის შუა წლებიდან. გვიანდელ შუა საუკუნეებში სოფელში მცირე ყმა-მამულს ფლობდნენ სურამელი აზნაურები — აბაზაძეები. XV-XVII საუკუნეებში სოფლის ძირითადი ნაწილი საქართველოს სამეფო სახლის საკუთრება იყო, ხოლო ყმა-მამულების ნაწილი სხვადასხვა დროს ეკუთვნოდათ ქსნის ერისთავებს, გამრეკელ-ჯავახიშვილებს, სააკაძეებს, ამილახვრებს. ოძისი წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა, რომელსაც აქ თავისი კუთვნილი მამულები ჰქონდა. სოფელში განვითარებული იყო მებაღეობა-მევენახეობა. შუა საუკუნეებში აქ გამოყვანილი იყო სარწყავი არხი მდინარე ქსნიდან. სოფელთან ახლოს გადიოდა ე. წ. „ლეკთა გზა“. XVII-XVIII საუკუნეებში ლეკთა რაზმების გამუდმებულმა შემოსევებმა სოფელი დააკნინა. XIX საუკუნეში ოძისი კვლავ აღდგა და მომძლავრდა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 513 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 581 299 282
2014[1] 513 248 265

სოფელ ოძისში მცხოვრებ გვარებს შორის არიან მთის სოფლებიდან ჩამოსახლებულები. აქ მცხოვრები ღუნაშვილები მოსული არიან ქვემო ალევიდან, ყოჩიშვილები — ყოჩიაანთიდან, ჩიტიშვილები — ჩიტიაანთიდან, ხუციშვილები — თოხთიდან, შერმადინები — გავაზიდან.[3]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  3. გვრიტიშვილი დ., ფეოდალერი საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ.: „სახელგამი“, 1955. — გვ. 76.