გუდარახი
იერსახე
სოფელი | |
---|---|
გუდარახი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | მაღაროსკარი |
კოორდინატები | 42°20′56″ ჩ. გ. 44°54′14″ ა. გ. / 42.34889° ჩ. გ. 44.90389° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1340 მ |
მოსახლეობა | 2[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
გუდარახი — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში.
მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირას, გომეწრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1340 მეტრზე, დუშეთიდან 41 კილომეტრში.
სოფლის ჩრდილოეთით, მდ. კაწალხეურის მარჯვენა მხარეს, ტყით დაფარულ შემაღლებულ ადგილზე ოთხკუთხა კოშკის ნანგრევებია, კედლები თითქმის მთლიანად ჩამოშლილია და დაფარულია ნაყარი ქვით. ძეგლის თარიღი დაუდგენელია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 8 | 5 | 3 |
2014[1] | 2 ![]() |
1 | 1 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 3, გვ. 291, თბილისი, 1978 წ.
- წიკლაური ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 185.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.