ბაცალიგო
იერსახე
სოფელი | |
---|---|
ბაცალიგო | |
სოფელ ბაცალიგოს ხედი ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხევსურეთი |
კოორდინატები | 42°33′30″ ჩ. გ. 44°57′44″ ა. გ. / 42.55833° ჩ. გ. 44.96222° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 2160 მ |
მოსახლეობა | 3[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ბაცალიგო — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემი[1]), მდინარე ხევსურეთის არაგვისა და მის მარცხენა შენაკად გუდანისჭალის წყალგამყოფის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე, ხევსურეთის არაგვის ზემოთში, მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2160 მ, დუშეთიდან 77 კმ.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[2] | 63 | 30 | 33 |
2002[3] | 7 | 4 | 3 |
2014[1] | 3 | 2 | 1 |
ბაცალიგო ხალხურ პოეზიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ბაცალიგო იხსენიება ქართულ ხალხურ პოეზიაში, ე. წ. „თინიბექაის ბალადაში“:
ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს, ქვენ ბაცალიგოს შრებისა,
თინიბექაურთ ციხესა კუთხი მარჯვენა სქდებისა.
თავსა ზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა,
შიგა წევს თინიბექაი, გულსუწადინოდ კვდებისა,
გვერდს უზის ცოლი ლამაზი, სანთელივითა დნებისა.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ სერგი მაკალათია, „ხევსურეთი“ (მეორე გამოცემა), თბილისი, ნაკადული, 1984 წ., გვ. 16.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ ქართული ხალხური პოეზია, ტ. IV, თბ., გ. 375