შინაარსზე გადასვლა

ზემო მლეთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო მლეთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ქვეშეთი
კოორდინატები 42°25′51″ ჩ. გ. 44°29′45″ ა. გ. / 42.43083° ჩ. გ. 44.49583° ა. გ. / 42.43083; 44.49583
ცენტრის სიმაღლე 1550
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 99[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
საქართველო
საქართველო
ზემო მლეთა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ზემო მლეთა
ზემო მლეთა — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ზემო მლეთა

ზემო მლეთასოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).[1]

მდებარეობს ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 15500 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 70 კილომეტრით.

სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები: შუა საუკუნეების კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესია და ზურგიანი კოშკი. კოშკი სოფლის თავში მთის ფერდობზე დგას. მის გარშემო ნასოფლარია. სოფლის ჩრდილოეთით 300 მ-ზე, ძველ სასაფლაოზე დგას გვიანდელი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. სოფელ ზემო მლეთის სამხრეთით, 6-7 კილომეტრზე, მდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე მდებარეობს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია „ლომისა“.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 99 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობამამაკაციქალი
1926[2]283128155
2002[3]1768195
2014[1]99 5049
  1. 1 2 3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 11
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.