ვარსიმაანი
იერსახე
სოფელი | |
---|---|
ვარსიმაანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბაზალეთი |
კოორდინატები | 42°04′53″ ჩ. გ. 44°40′11″ ა. გ. / 42.08139° ჩ. გ. 44.66972° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 960 მ |
მოსახლეობა | 80[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ვარსიმაანი, ყოფ. ვარსიმაანთკარი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
მდებარეობს მდინარე დუშეთისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 960 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 3 კილომეტრით.
სოფლის სამხრეთით, ადგილ ვარსიმაანთქედებზე, აღმოჩენილია ძვ. წ. V-IV საუკუნეების ნამოსახლარი და სამაროვანი. ვარსიმაანის დასავლეთით, სასაფლაოზე, დგას გვიანდელი შუა საუკუნეების წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 80 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 200[2] |
2014 | 80 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 305.
- ვარსიმაანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.