ბურსაჭირი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
ბურსაჭირი (ყოფილი მაცხუბანი) — ნასოფლარი დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის თემში, მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, გუდამაყრის უღელტეხილის ძირას. მდინარე ბურსაჭირის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1920 მეტრზე, დუშეთიდან 60 კილომეტრში.
სოფელზე გადის ძველი სამხრეთი გზა, რომელიც გაივლის გუდამაყრის არაგვის ხეობის სოფლებს და ჩადის ყაზბეგში, ხოლო აქედან გადადის ჩრდილოეთ კავკასიაში. ბურსაჭირიდან გადადის აგრეთვე გხა ხევსურეთში.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[2] | 89 | 46 | 43 |
2002[3] | 12 | 6 | 6 |
2014 | 0 | 0 | 0 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 583.
- ჯამბურია ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 232.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 11
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.