მუცო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
მუცო
Mutso.jpg
მუცო-არდოტის ხეობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი შატილი
კოორდინატები 42°36′18″ ჩ. გ. 45°12′20″ ა. გ. / 42.60500° ჩ. გ. 45.20556° ა. გ. / 42.60500; 45.20556
ცენტრის სიმაღლე 1880
მოსახლეობა 15[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
მუცო — საქართველო
მუცო
მუცო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუცო

მუცოსოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი. ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ.

სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა საუკუნეზე მეტი ხანია, შუასაუკუნეების გამაგრებული, საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაახლოებით 40-მდე სახლია განლაგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე. ამჟამად ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი მუცოში. მათ შორის, ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მუცო, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფა: ზემოთ უფრო ძველი შეთეკაურთ უბანია და მეორე შედარებით ახალი — დაიაურთ უბანი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა. ტურისტებისა და მთამსვლელების საყვარელი ადგილი — მუცო, საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია.

ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. მუცოელები განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს იცავდნენ. გადმოცემის მიხედვით, საგანძური დღესაც მუცოს ახლოს, მაღალ მთებშია დაცული და რჩეულის მოლოდინშია.

მუცოში, ძირითადად, ორი გვარი სახლობდა: შეთეკაურები და დაიაურები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 15 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 138 73 65
2002[3] Decrease2.svg 49 28 21
2014[1] Decrease2.svg 15 9 6

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევსურეთი“ (მეორე გამოცემა), თბილისი, ნაკადული, 1984 წ., გვ. 16.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მუცო&oldid=3733481“-დან