შინაარსზე გადასვლა

ქვემო ხორხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქვემო ხორხი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჟინვალი
კოორდინატები 42°13′42″ ჩ. გ. 44°45′35″ ა. გ. / 42.22833° ჩ. გ. 44.75972° ა. გ. / 42.22833; 44.75972
ცენტრის სიმაღლე 1200
მოსახლეობა 13[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ქვემო ხორხი — საქართველო
ქვემო ხორხი
ქვემო ხორხი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ქვემო ხორხი
ქვემო ხორხი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ქვემო ხორხი

ქვემო ხორხი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).

მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ხორხის (ერთვის ჟინვალის წყალსაცავს) ხეობაში, ზღვის დონიდან 1200 მ-ზე, დუშეთიდან 52 კმ-ში. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

ქვემო ხორხი XIX საუკუნეში წარმოიშვა აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების (ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი) ხორხის ხეობაში მიგრაციის შედეგად. მანამდე სოფლის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული.[2] სოფლის განაპირას შემორჩენილია შუა საუკუნეების ზურგიანი კოშკის ნანგრევები.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 13 ადამიანი.[1]

აღწერის წელიმოსახლეობა
200214[3]
201413
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. თოფჩიშვილი რ., ხორხი/ხორხის ხეობა (ეთნოისტორიული ნარკვევი). ჟურნ. „ქრონოსი“ №1, 2020. — გვ. 129-139.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.