მჭადიჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მჭადიჯვარი

მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი მჭადიჯვარი
კოორდინატები 42°01′04″ ჩ. გ. 44°35′54″ ა. გ. / 42.01778° ჩ. გ. 44.59833° ა. გ. / 42.01778; 44.59833
ცენტრის სიმაღლე 700
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 944[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,8 %
ოსები 0,6 %
რუსები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მჭადიჯვარი — საქართველო
მჭადიჯვარი
მჭადიჯვარი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
მჭადიჯვარი
მჭადიჯვარი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
მჭადიჯვარი

მჭადიჯვარისოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 700 , დუშეთიდან 14 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 944 ადამიანი[1]. სოფლის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია (რამდენიმე გორანამოსახლარი). ვარაუდობენ, რომ მჭადიჯვარი უძველესი დროიდან გრემისხევის ცენტრი იყო.

სოფლის შუაში, მდინარე ნარეკვავის მარჯვენა მხარეს დგას ხუროთმოძღვრული ანსამბლი — ეკლესია და ციხე. სამხრეთი და დასავლეთი კარის წარწერების მიხედვით ეკლესია 1668 წელს აუგია დომენტი კათოლიკოსს. ეს ცენტრალურ გუმბათოვანი ნაგებობა ერთ-ერთი უდიდესია გვიანდელი შუა საუკუნეების ტაძართა შორის. ნაგებია ძირითადად აგურით. ეკლესიას აღმოსავლეთი და სამხრეთი მხრიდან ეკვრის ციხე, რომელიც სამხრეთი კარის თავის წარწერის მიხედვით, სოფლის მოშენების მიზნით სახლთუხუცეს კონსტანტინე მუხრანბატონს აუშენებია 1746 წელს. ციხის კუთხეებში აღმართულია მასიური კოშკები, რომელთაგან ერთ-ერთი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეზეა მიდგმული. კოშკებსა და გალავანს დატანებული აქვს სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეები. შემდგომში დაღესტნელი ფეოდალების გამუდმებული თავდასხმების შედეგად სოფელი გაპარტახდა. 1754 წელს მჭადიჯვრის ციხესთან ქართველთა და დაღესტნელთა ლაშქრებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მჭადიჯვარში 1754 წლის 16 აგვისტოს ქართლ-კახეთის ლაშქარმა დაამარცხა ხუნძახის მფლობელი ნურსალ-ბეგის ხელქვეით გაერთიანებული დაღესტნელ ფეოდალთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი, რომელმაც კახეთისა და არაგვის ხეობის სოფლების დარბევის შემდეგ, მჭადიჯვარის ციხე-სიმაგრეს შემოარტყა ალყა. ციხის გარემოცვა ექვს დღეს გაგრძელდა. ქართლ-კახეთის გაერთიანებულ ლაშქარს სათავეში ედგნენ თეიმურაზ II და ერეკლე II. ქართველთა გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა გლეხთა რაზმების თავგანწირვამ და ერეკლე II-ის სამხედრო ხელოვნებამ. მჭადიჯვრის ბრძოლას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო პირველი დიდი გამარჯვება, რომელმაც საგრძნობლად შეასუსტა დაღესტნელ ფეოდალთა თარეში საქართველოში.

1905 წლის 3 აგვისტოს სოფელში მოხდა შეტაკება გლეხებსა და კაზაკებს შორის. გლეხები მემამულე გ. ბაგრატიონ-მუხრანელს აუჯანყდნენ. გამოსვლაში მონაწილეობდა 14 სოფლის სამი ათასამდე გლეხი. კაზაკთა დამსჯელმა რაზმმა აჯანყებულები განდევდა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1256 595 661
2014[1] 944 463 481

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.