დიდვაკის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდვაკის ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ ჩინთის ჩრდილო-აღმოსავლეთით 4 კმ-ში, მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ნასოფლარზე გამოვლინდა ათიოდე საცხოვრებელი კომპლექსის, კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები. შენობები ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. ნაგებობათა უმეტესობის გეგმა არ იკითხება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]