შინაარსზე გადასვლა

ზემო ხორხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ხორხი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჟინვალი
კოორდინატები 42°15′33″ ჩ. გ. 44°46′56″ ა. გ. / 42.25917° ჩ. გ. 44.78222° ა. გ. / 42.25917; 44.78222
ცენტრის სიმაღლე 1400
მოსახლეობა 22[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ზემო ხორხი — საქართველო
ზემო ხორხი
ზემო ხორხი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ზემო ხორხი
ზემო ხორხი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ზემო ხორხი

ზემო ხორხი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).

მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ხორხის (ერთვის ჟინვალის წყალსაცავს) ზემოთში, ზღვის დონიდან 1400 მ-ზე, დუშეთიდან 30 კმ-ში. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

სოფელი წარმოიშვა XIX საუკუნეში ფშავ-ხევსურეთიდან და მთიულეთიდან ხორხის ხეობაში მიგრაციის შედეგად. პირველი მოახალშენეები აქ იყვნენ ფშავლები ქისტაურთ თემიდან (სოფლები: შუაფხო, ვანხევი), რის გამოც XIX საუკუნის II ნახევარში ერთხანს ზემო ხორხს ქისტაურსაც უწოდებდნენ.[2]

სოფლის მიდამოებში, მდინარე ხორხის სათავესთან, მაღალ მთაზე მდებარეობს შუა საუკუნეების აჩაქველის ციხის კომპლექსი, მდინარის შუა წელზე, მარჯვენა ნაპირას, მთის კალთაზე აგებულია X საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი. სოფლის სასაფლაოზე დგას XVIII-XIX საუკუნეების დარბაზული ეკლესია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 22 ადამიანი.[1]

აღწერის წელიმოსახლეობა
200264[3]
201422
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. თოფჩიშვილი რ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მიგრაცია XVII–XX სს., თბ., 1984. — გვ. 55.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.