ქოროღო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ქოროღო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ქვეშეთი
კოორდინატები 42°27′45″ ჩ. გ. 44°31′22″ ა. გ. / 42.46250° ჩ. გ. 44.52278° ა. გ. / 42.46250; 44.52278
ცენტრის სიმაღლე 1800
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
ქოროღო — საქართველო
ქოროღო
ქოროღო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ქოროღო

ქოროღოსოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქვეშეთის თემში.[1] მდებარეობს მთიულეთის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1800 მ. დუშეთიდან 84 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ქოროღო დასახლებული იყო ადრინდელი შუა საუკუნეებიდან. ამ დროისთვის ქოროღოზე უკვე გადიოდა ჩრდილო კავკასიასთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც მიჰყვებოდა მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირს, ხადის ხეობას და სოფელ ქვეშეთს აკავშირებდა ქოროღოსთან. ამ გზის დაცვა და ბარის მოსახლეობის შეხიზვნა მტრის შემოსევების დროს ადგილობრივ მოსახლეობას ევალებოდა. მთიულეთი ადრინდელ შუა საუკუნეებში და უფრო ადრეც სახასო ქვეყანა იყო და მას მეფის მოხელენი განაგებდნენ. ქოროღო, როგორც მთიულეთის მნიშვნელოვანი სოფელი, მეფის მოხელის, აზნაურის საგამგებლო ერთეულის ცენტრი იყო. XVll საუკუნეში მთიულეთი არაგვის ერისთავმა შეიერთა და სამეფო ხელისუფლებამ მცირე ხნით დაკარგა მასზე გავლენა. 1756 წელს, მეფე თეიმურაზ ll-მ გააუქმა არაგვის საერისთავო, მთიულეთი კვლავ სახასოდ გამოცხადდა, ჩამოყალიბდა მლეთის სამოურავო და ქოროღო მისი ცენტრი გახდა. სამოურავომ 1801 წლამდე, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე იარსება.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.

აღწერის წელი მოსახლეობა მამაკაცი ქალი
1926[2] 46 19 27
2002[3] 6 4 2
2014[1] 0 Decrease2.svg 0 0

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 11
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები