ჩავი ერნანდესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ხავიერ ერნანდესი.
ჩავი ერნანდესი
Xavi Hernández
Xavi Hernández - 001.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ჩავიერ ერნანდეს ი კრეუსი
დაბადების
თარიღი
25 იანვარი, 1980
დაბადების
ადგილი
ტერასა, ესპანეთი
სიმაღლე 170
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
ნომერი 6
ახალგაზრდული კარიერა
1991-1997 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1997-2000 ბარსელონა B 61 (4)
1998 ბარსელონა 436 (53)
ეროვნული ნაკრები
2005 ესპანეთი 119 (12)
2005 კატალონია 10 (2)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით და სწორია: 3 თებერვალი, 2013.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია:
2 თებერვალი, 2013.

ჩავიერ „ჩავი“ ერნანდეს ი კრეუსი (კატ.: Xavier "Xavi" Hernández i Creus [ˈʃaβi]; დ. 11 მაისი, 1984, ტერასა, კატალონია, ესპანეთი) – ცნობილი კატალონიელი ფეხბურთელი, ლა ლიგის კლუბ „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი.

ჩავი არის ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, საკლუბო და სანაკრებო დონეზე ერთხელ მაინც მოგებული აქვს თითქმის ყველა ის ტურნირი სადაც უთამაშია; „ბარსელონას“ რიგებში: ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი. ესპანეთის ნაკრების რიგებში კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები. ასევე უამრავი ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მფლობელია და თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებლად ითვლება.

საფეხბურთო კარიერა[რედაქტირება]

ჩავიერ ერნანდესმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა “კამპ ნოუზე” გაატარა. იგი კატალონიურ კლუბში 11 წლის მივიდა და მას შემდეგ მისი პროგრესი ყოველთვის შესამჩნევი იყო. ამის წყალობით, 1997-98 წლების სეზონში ჩავი ახალგაზრდული გუნდიდან “ბარსელონა ბ”-ში გადავიდა.

“ბარსა ბ”-ში ჩავი ხორდი გონსალვოს გუნდის ტვინად იქცა და თანაგუნდელებთან ერთად მეორე დივიზიონამდე აღზევდა.

ჩავი ასრულებს საჯარიმო დარტყმას ესპანეთი - ინგლისის ამხანაგური შეხვედრისას.

ჩავის ოცნება, ეთამაშა “ბარსას” პირველი გუნდის შემადგენლობაში, რეალობად გადაიქცა 1998 წლის 18 აგვისტოს, როდესაც მისი გუნდი ესპანეთის თასზე „მალიორკას“ დაუპირისპირდა. ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედანზე თავიდანვე გამოვიდა და მწვრთნელს იმედები არ გაუცრუა, გაიტანა რა გოლი სადებიუტო შეხვედრაში. ჩავიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1998-1999 წლებში “ბარსელონას” მიერ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში.

1999-00 წლების სეზონში ჩავის ამჟამინდელმა მწვრთნელმა და მაშინდელმა თანაგუნდელმა, პეპ გვარდიოლამ, სერიოზული ტრავმა მიიღო და ერნანდესსაც თავის გამოჩენის მეტი შანსი მიეცა. ხოლო მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ იტალიას მიაშურა, ჩავი „ბარსას“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.

ჩავი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ლუი ვან გაალის, კარლოს რექსაჩის, ფრანკ რეიკარდის დროს და გვარდიოლას მწვრთნელობის ქვეშაც, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს. თავისი სტაბილური ასპარეზობის წყალობით, ჩავიმ კლუბში 300 შეხვედრის ჩატარება უკვე 25 წლის ასაკში მოახერხა. 2004-05 წლების ტრიუმფალურ სეზონში ჩავი რეიკარდის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ითამაშა რა ესპანეთის ლა ლიგაში 38 ტურში 36 შეხვედრა.

ჩავი კატალონია - არგენტინის ამხანაგური შეხვედრისას.

თუმცა კატალონიელი ნახევარმცველის ცხოვრებაში რთული პერიოდებიც იყო. მას არასდროს დაავიწყდება 2005 წლის 2 დეკემბერი, როდესაც ლა მასიაზე გამართული მორიგი ვარჯიშის დროს მარცხენა ფეხის მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და იძულებული იყო ფეხბურთს ხუთი თვით ჩამოშორებოდა. მოედანზე კვლავ გამოსვლა ჩავიმ 2006 წლის 29 აპრილს მოახერხა, ხოლო სულ მალე მისმა გუნდმა როგორც ესპანეთში, ასევე ევროპაში პირველობა იზეიმა.

ჩავი ბარსელონა - რეალ მადრიდის შეხვედრისას.

რეიკარდის ერის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ჩავი გუნდში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფეხბურთელი იყო. 2007-08 წლების სეზონში კი პირადი რეკორდი დაამყარა, გაიტანა რა ესპანეთის ჩემპიონატში 7 გოლი, რითიც წინა სარეკორდო მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა.

გუნდში გვარდიოლას მწვრთნელად მოსვლის პირველივე სეზონში კი ჩავიმ ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, გაიტანა რა 10 გოლი 54 შეხვედრაში. ანდრეს ინიესტასთან ერთად, 2008-09 წლების სეზონში მან მოედნის ცენტრში შექმნა ტანდემი, რომელმაც გუნდისთვის სამი ტიტულის მოტანაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩავიმ მსოფლიოს 2002 და 2006 წლების ჩემპიონატზე ითამაშა. წარუმატებელი ევრო 2004 შემდეგ 2008 წელს კი, ამავე ტურნირზე ტრიუმფალურად გამოვიდა. ჩავი ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ესპანეთმა კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ზუსტად ორ წელიწადში კი ჩავი და ესპანეთის ნაკრები უკვე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ სამხრეთ აფრიკაში გამართულ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამჯერადაც ჩავი ტურნირის ერთერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნიეს.

თვისებები[რედაქტირება]

ჩავი არის ფეხბურთელი, რომელიც ძალზე კარგად ხედავს მოედანს და მოქმედებს ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე. “ბარსელონას” ასაკობრივ გუნდებში ჩავი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, მაგრამ პირველ გუნდში გადმოსვლის შემდეგ თავისი თვისებები პლეიმეიკერად თამაშის დროსაც შესანიშნავად წარმოაჩინა. ჩავის შეუძლია თავდამსხმელების ისეთი გადცემებით მომარაგება, როგორც არავის. იგი ასევე შესანიშნავად ფლობს ბურთს. “ბარსას” მეექვსე ნომერს არც დაცვითი ფუნქციების შესრულება და ბურთისთვის ბრძოლა გამოსდის ცუდად.

საკლუბო[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონი – 1998/99, 2004/05, 2005/06, 2008/09, 2009/10
  • ესპანეთის თასი – 2008/09
  • ესპანეთის სუპერთასი – 2005/06, 2006/07, 2009/10, 2010-11
  • უეფას ჩემპიონთა ლიგა – 2005/06, 2008/09
  • ევროპის სუპერთასი – 2009/10
  • მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10
ესპანეთის ნაკრები
  • ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი – 2000
  • 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი – 1999

ინდივიდუალური[რედაქტირება]

  • მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით - 2010
  • ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2008
  • ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი – 2008/09
  • მსოფლიოს მე-3 საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით – 2009

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: