ფერნანდო ტორესი
ვიკიპედიიდან
ფერნანდო ტორესი 2008 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლის შემდეგ.
ფერნანდო ხოსე ტორეს სანსი (Fernando José Torres Sanz; დ. 20 მარტი, 1984, მადრიდი, ესპანეთი), მეტსახელად "ელ ნინიო" (El Niño - ბიჭუნა), ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ლივერპულში თამაშობს.
2001 წელს შედგა მისი დებიუტი მადრიდის ატლეტიკოში, სადაც მან 174 მატჩში 75 გოლის გატანა მოახერხა. შემდეგ 2007 წელს იგი გადავიდა ლივერპულში, სადაც 2007-08 სეზონში 33 გოლის გატანა შეძლო, რაც საუცხოო შედეგი აღმოჩნდა. ხოლო 2008 წლის დეკემბერში იგი გავიდა მესამე ადგილზე ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის დაჯილდოებაზე.ასევე გახდა ევროპის ჩემპიონი 2008 და მოხვდა ესპანეთის სიმბოლურ ნაკრებში.

