რობერტო კარლოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტო კარლოსი
Roberto Carlos in Moscow 3.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი რობერტო კარლოს და სილვა როკა
დაბადების
თარიღი
10 აპრილი, 1973, (41 წლის)
დაბადების
ადგილი
გარჩა, ბრაზილია
სიმაღლე 1.68 მ.
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სივასფორი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1991-1993 უნიონ სან ჟუანი
1993-1995 პალმეირასი 44 (3)
1995-1996 ინტერი 30 (5)
1996-2007 მადრიდის რეალი 370 (46)
2007-2009 ფენერბაჰჩე 65 (6)
2010-2011 კორინთიანსი 35 (1)
2011-2012 ანჟი მაჰაჩყალა 29 (4)
სულ 573 (65)
ეროვნული ნაკრები
1992-2006 ბრაზილია 125 (11)
სამწვრთნელო კარიერა
2011 ანჟი მაჰაჩყალა (მოთამაშე-მწვრთნელი)
2012-2013 ანჟი მაჰაჩყალა (ასისტენტი)
2013- სივასფორი
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

რობერტო კარლოს და სილვა როხა დაიბადა 1973 წლის 10 აპრილს ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში. ახლა ის ბრაზილიურ ”კორინთიასში” გამოდის და ამპლუით მარცხენა მცველია. კარლოსმა 3-ჯერ მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, 1998 წელს მან მეორე ადგილი აიღო, ხოლო 2002 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეძლო მუნდიალის მოგება. ასევე მისი ერთ-ერთი პლიუსი შეუდარებელი სისწრაფე და გამაოგნებელი სიძლიერის დარტყმაა მისი მარცხენა ფეხით.

სანამ ბრაზილიელი თურქულ ”ფენერბახჩეში” გადავიდოდა, ის მადრიდის ”რეალის” ღირსებას იცავდა 11 წელი. მან შეძლო და მადრიდულ კლუბთან ერთად მოიგო 4 ლა ლიგა, 3 უეფას ჩემპიონთა ლიგა და 2 საკონტინენტთაშორისო თასი. ის ასევე იმ 6 ფეხბურთელთაგანია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. 1997 წელს ”ფიფას” მიერ დასახელებულ წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის რობერტო მოერე ადგილზე გავიდა, მას თანამემამულე რონალდომ გაასწრო, ხოლო 2004 წლის მარტში ბრაზილიელი პელეს მიერ დასახელებულ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო 125 ფეხბურთელთა შორის მოხვდა.

რობერტოს საკლუბო კარიერა 1990 წელს ”სან პაულოში” დაიწყო. მან 2 წელი გაატარა მშობლიურ ქალაქში და ამ კლუბის მაისურით ბრაზილიის ჩემპიონატში 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა. 1992 წელს ის კიდევ ერთ ბრაზილიურ კლუბს ”ატლეტიკო მინეიროს” ესტუმრა თუმცა მან ამ ბრაზილურ კლუბთან ერთად მხოლოდ 3 მატჩი გამართა და მალევე წამოვიდა. მისი უკანასკენი მშობლიური კლუბი ”პალმეირასი” გამოდგა. რობერტომ ორი წელი გაატარა ”პალმეირასში” და ორჯერვე შეძლო ქვეყნის ტიტულის მოგება, სულ ამ კლუბის მაისურით კარლოსმა 68 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარის დალაშქვრა 5-ჯერ მოახერხა.

1995 წელს მან დაასრულა სამხრეთ ამერიკული კარიერა და მილანის ”ინტერში” გადავიდა სადაც ერთი წელი გაატარა, ”ნეაზურის” მაშინდელ მწვრთნელს, როი ჰოდგსონს ბრაზილიელის ნახევარდაცვაში გამოყენება სურდა, მაგრამ კარლოსი მხოლოდ დაცვაში თამაშობდა. კარლოსმა მილანელთა შემადგენლობაში ვერანაირი ტიტულის მოგება ვერ შეძლო, მაგრამ 34 ოფიციალური მატჩის გამართვა შეძლო და მაყურებლებს თავი 7 გოლით დაამახსოვრა.

1996-ში კარლოსმა მადრიდის ”რეალის” მაისური მოირგო და კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი წლები სწორედ მადრიდში გაატარა. რობერტომ მის სადებიუტო წელს ”რეალში” პრიმერას სეზონის მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა და 5 გოლი შეაგდო, ასევე მან ამავე (პირველ) წელს შეძლო ლა ლიგის მოგება. 3 წლიანი პაუზის შემდეგ 2000/01 წლების სეზონში კარლოსი მეორედ დაეუფლა ქვეყნის ჩემპიონატს ამ სეზონში მან სამეფო კლუბის მაისურით 50 ოფიციალური მატჩი გამარტა და მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო. რობერტომ კიდევ 2-ჯერ შეძლო ლა ლიგის ტიტულის დაუფლება, ხოლო უეფაც ჩემპიონტა ლიგა კი ”რეალთან” ერთად 3-ჯერ მოიგო, 1998, 2000 და 2002 წლებში. 11 წელიწადში საერთი ჯამში რობერტო კარლოსმა მადრიდის ”რეალის” მაისურით 514 ოფიციალური თამაში გამართა და 67 გოლის გატანა შეძლო.

მომდევნო 3 წელიწადი კარლოსმა თურქულ ”ფენერბახჩეში” გაატარა და სუპერლიგაში 65 თამაშში 6 გოლიც შეაგდო. 2010 წელს ბრაზილიელი ისევ სამშობლოს დაუბრუნდა და რონალდოსთან ერთად ”კორინთიასის” ღირსებას იცავს.

ჯილდოები[რედაქტირება]

”რეალში”: