სანდრო მაცოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანდრო მაცოლა
Sandro Mazzola
1971
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალესანდრო მაცოლა
დაბადების
თარიღი
8 ნოემბერი, 1942 (1942-11-08) (81 წლის)
დაბადების
ადგილი
ტურინი, იტალია
სიმაღლე 179 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1960–1977 ინტერნაციონალე 417 (116)
ეროვნული ნაკრები
1963–1974 იტალია 70 (22)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სანდრო მაცოლა (იტალ. Sandro Mazzola [ˈsandro matˈtsɔla]; დ. 8 ნოემბერი, 1942) — იტალიელი ფეხბურთელი.

მაცოლა მთელი თავისი საკლუბო კარიერის განმავლობაში მილანური „ინტერნაციონალეს“ ღირსებას იცავდა, რომელიც იმ წლებში დიდებული ასპარეზობის გამო La Grande Inter-ად იწოდებოდა. ის ასპარეზობდა შეტევის წინა ხაზში და გამორჩეული იყო ფართო არეალის შემოქმედებითი ნიჭით, მოედნის ხედვით, ბურთის კარგი კონტროლით და გოლის გატანის ალღოთი. კლუბთან ერთად მან 4 ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა თასი და 2 საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, აღსანიშნავია, რომ მაცოლამ, ისევე როგორც ინტერის მთელმა ლეგენდარულმა გუნდმა, იტალიის თასის მოგება ვერ მოახერხა.

იტალიის ნაკრებში მაცოლამ 70 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა, ნაკრებთან ერთად მოიგო 1968 წლის ევროპის ჩემპიონატი და 1970 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა ლეგენდარულ ბრაზილიის ნაკრებთან, რომელშიც სხვებთან ერთად პელეც ასპარეზობდა.

სანდრო 1940-იანი წლების ყველაზე პოპულარული იტალიელი ფეხბურთელის ვალენტინო მაცოლას ვაჟიშვილია, რომელიც სუპერგის ავიაკატასტროფის დროს დაღუპული „ტორინოს“ ლეგენდარული გუნდის წევრი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]