იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იტალია
FIGC logo.svg
მეტსახელი(ები) Azzurri
ასოციაცია იტალიის ფეხბ. ფედერაცია
(Federazione Italiana
Giuoco Calcio
)
კონფედერაცია უეფა
მწვრთვნელი იტალიის დროშა ჩეზარე პრანდელი (2010-დან)
კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი
ფიფა-ს კოდები ITA
წამყვანი მეგოლე ჯიჯი რივა (35)
ძირითადი ფორმა
სათადარიგო ფორმა
პირველი საერთაშორისო
იტალიის დროშა იტალია 6 - 2 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
(მილანი, იტალია; 15 მაისი, 1910)
უდიდესი გამარჯვება
იტალიის დროშა იტალია 9 - 0 აშშ-ის დროშა აშშ
(ბრენტფორდი, ინგლისი; 2 აგვისტო, 1948)
უდიდესი დამარცხება
უნგრეთის დროშა უნგრეთი 7 - 1 იტალიის დროშა იტალია
(ბუდაპეშტი, უნგრეთი; 6 აპრილი, 1924)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოჩენა 16 (პირველად 1934)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1934, 1938, 1982, 2006
ევროპის ჩემპიონატი
გამოჩენა 6 (პირველად 1968)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1968

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2006 წლის ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებისთვის ევროპის ყველაზე წარმატებული ნაკრებია, გაიმარჯვა რა ოთხ ფიფას მსოფლიო საფეხბურთო თასში (1934, 1938, 1982 და 2006), ერთ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში (1968) და ერთ ოლიმპიურ თამაშებში (ოქროს მედალი 1936 წლის ზაფხულის ილიმპიადაში).

ეროვნული ნაკრების ტრადიციული მაისურის ფერი (ისევე როგორც ყველა იტალიური გუნდისა და ათლეტის, გარდა მოტო-სპორტისა) არის ცისფერი[1] (azzurro, იტალიურად), შესაბამისად ეროვნული ნაკრების წევრებს მეტსახელად Azzurri უწოდებენ.


სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] წარმოშობა და პირველი ორი მსოფლიო თასი (1910-1938)

ამ გუნდის პირველი მატჩი ჩატარდა მილანში 1910 წლის 15 მაისს,სადაც იტალიამ დაამარცხა საფრანგეთი ანგარიშით 6:2.მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა 4,000 მაყურებლისაგან პრიზად სიგარეტის კოლოფები მიიღო.იტალიელთა გუნდი ასეთი იყო(2-3-5):დე სიმონი-ვარისკო,კალი-ტრერე,ფოსატი,კაპელო-დებერანდი,რიცი,ჩევენინი,ლანა,ბიონიკი.პირველი კაპიტანი იყო ფრანჩესკო კალი.


იტალიამ პირველ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებში,სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ნახევარფინალში ურუგვაისთან მარცხის შემდეგ , გუნდმა ეგვიპტეს 11:3 მოუგო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში.


პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე(1930) ვერ გასვლის შემდეგ იტალიის ეროვნულმა გუნდმა ზედიზედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატები,ჯერ 1934 წელს,ხოლო შემდეგ 1938 წელს.წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს მთავრმა მწვრთნელმა ვიტორიო პოცომ და იტალიის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ჯუზეპე მეაცამ.იმ დროის სხვა ვარსკვლავები იყვნენ:ლუის მონტი,ჯოვანი ფერარი,სილვიო პოლა და ვირჯინიო როსეტა.მასპინძელმა იტალიამ რომში გამართულ ფინალში ჩეხოსლოვაკია 2:1 დაამარცხა რაიმუნდო ორსის და ანჯელო შიავიოს გოლებით.

[რედაქტირება] მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (1946-1966)

1949 წელს საფეხბურთო კლუბ ტორინოს(სერია ა-ს წინა ოთხი სეზონის გამარჯვებული)ფეხბურთელების ავიაკატასტროფაში დაღუპვის შედეგად იტალიის ნაკრების საწყის თერთმეტეულს 10 კაცი გამოაკლდა.შემდეგ წელს იტალია 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ რაუნდს ვერ გასცდა,რაც უპირველეს ყოვლისა გამოწვეული იყო გრძელი და ფიზიკურად ძალიან დამღლელი ბრაზილიაში გემით მგზავრობით(საჰაერო მგზავრობა კიდევ ერთი ინციდენტის შიშით არ განხორციელდა).

1954 და 1962 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე იტალიამ კვლავ ვერ დასძლია პირველი რაუნდი,1958 წელს კი საერთოდ ვერ გავიდა.1960-იანი წლების დასაწყისში საერთაშორისო ასპარეზზე ორი იტალიური გუნდი-[[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანი და ინტერი დომინირებდა.ამ შედეგებს კი იტალიის ნაკრები ფეხს ვერ უწყობდა.იტალია მონაწილეობა არ მიუღია ევროპის პირველ ჩემპიონატში(შემდეგში ევროპის ერთა თასი) 1960 წელს,1964 წელს კი საბჭოთა კავშირმა მეორე რაუნდში გამოთიშა ასპარეზობას.

1966 წლის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების ასპარეზობა დასამახსოვრებელია ჩრდილოეთ კორესთან 1:0 წაგებით.მიუხედავად იმისა რომ სკუადრა აძურა ჩემპიონატის ფავორიტად მიიჩნეოდა და გუნდში ჰყავდა რივერა და ბულგარელი,პირველივე რაუნდზე გამოთიშეს ნახევრად პროფესიონალმა ჩრდილოკორეელებმა და სახლში გაამგზავრეს.ჩრდილოეთკორეელი მეგოლე პაკ დუ იკი შეადარეს დავითს,რომელმაც დაამარცხა გოლიათი.

[რედაქტირება] ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი (1968-1976)

1968 წელს სკუადარა აძურამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში იუგოსლავიის დამარცხებით მოიგო პირველი უმთავრსი საერთაშორისო ტურნირი 1938 წლის შემდეგ.ეს მ მატჩი განსაკუთრებულია იმით,რომ ეს იყო ერთადერთი საერთაშორისო ტურნირის ფინალი,რომლის ფინალიც გადათამაშებულ იქნა.მატჩი დამათავრდა ფერ 1:1.წესების თანახმად რამდენიმე დღეში გადათამაშდა და იტალიამ ლუიჯი რივასი და ანასტასის გოლებით დაამარცხა მეტოქე.


1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტი იყო.ევროპის ჩემპიონების რიგებში გამორჩეოდნენ ჯაჩინტო ფაკეტი,ლუიჯი რივა, ჯანი რივერა და ახალი ცენტრფორვარდი რობერტო ბონინსენია.იტალიელები 32 წლის შემდეგ გავიდნენ მუნდიალის ფინალში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის შემდეგ,სადაც იტალიელებმა 4:3 დაამარცხეს გერმანელები.ეს მატჩი ისტორიაში შევიდა როგორც საუკუნის ბრძოლა.მიუხედავად იმისა რომ ფინალში იტალია დამარცხდა ბრწყინვალედ მოთამაშე ბრაზილიასთან,1970-იანი წლების ნაკრები ერთ-ერთ საუკეთესო იტალიის ნაკრებად.მექსიკურმა თაობამ თავისი საერთაშორისო წარმატებების ციკლი დაამთავრა 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,სადაც ბრძოლას გამოთიშა ლიატოს პოლონეთის ნაკრებმა.


[რედაქტირება] მსოფლიოს სამგზის ჩემპიონები

1978 წელს არგენტინაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელთა ახალი თაობა გამოვიდა,რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო პაოლო როსი.იტალიამ პირველ რაუნდში ბრწყინვალედ ითამაშა.იგი იყო ერთადერთი გუნდი ჩემპიონატზე,რომელმაც დაამარცხა ტურნირის მასპინძელი და მომავალი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები.შემდეგ იტალიამ მოუგო დასავლეთ გერმანიას,ავსტრიას,მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა ჰოლანდიასთან და მესამე ადგილისთვის მატჩიც ასევე დათმო 2:1 ბრაზილიასთან.ჰოლანდიასთან წაგებაში მთავარ დამნაშავედ მიიჩნიეს მეკარე დინო ძოფი,რომელმაც შორეული დარტყმა გაუშვა.იტალიამ შემდეგ უმასპინძლა 1980 წლის ევროპის ჩემპიონატს.ეს იყო პირველი ჩემპიოანტი,რომელიც ჩატარდა ოთხის ნაცვლად რვა გუნდს შორის და სადაც მასპინძელი გუნდი ავტომატურად მოხვდა ფინალურ ეტაპზე.იტალია მესამე ადგილისთვის მატჩში პენალტებით დამარცხდა ჩეხოსლოვაკიასთან.


სერია ა-ში მომხდარი სკანდალის შემდეგ,სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები,მათ შორის პაოლო როსი დაპატიმრებულები იყვნენ მატჩების გარიგებისთვის,იტალიის ნაკრები 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო სკეპტიციზმით და დისკომფორტით ჩავიდა.ჯგუფში პოლონეთთან,კამერუნთან და პერუსთან ნათამაშები 3 უღიმღამო ფრის შემდეგ იტალიის ნაკრები ფლეი-ოფში გავიდა.პრესა ხმამაღლა აკრიტიკებდა მწვრთნელ ენცო ბეარძოტის და კაპიტან დინო ძოფის.

[რედაქტირება] მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე იტალიურ ფეხბურთში კიდევ ერთი სკანდალი მომწიფდა, საქმე ეხებოდა ჩაწყობილ თამაშებს, რის გამოც რამდენიმე კლუბი და საფეხბურთო მესვეურები დაისაჯნენ.

[რედაქტირება] შემადგენლობა

შემადგენლობა ევრო 2012-ზე. [2]

0#0 პოზიცია მოთამაშე დაბადების თარიღი (ასაკი) მატჩი გოლი კლუბი
GK ჯანლუიჯი ბუფონი (კაპიტანი) იტალიის დროშა იუვენტუსი
GK მორგან დე სანკტისი იტალიის დროშა ნაპოლი
GK სალვატორე სირიგუ საფრანგეთის დროშა პსჟ
DF იგნასიო აბატე იტალიის დროშა მილანი
DF ფედერიკო ბალზარეტი იტალიის დროშა პალერმო
DF ანდრეა ბარძალი იტალიის დროშა იუვენტუსი
DF ლეონარდო ბონუჩი იტალიის დროშა იუვენტუსი
DF ჯორჯო კიელინი იტალიის დროშა იუვენტუსი
DF კრისტიან მაჯიო იტალიის დროშა ნაპოლი
DF ანგელო ოგბონა იტალიის დროშა ტორინო
MF დანიელე დე როსი იტალიის დროშა რომა
MF ალესანდრო დიამანტი იტალიის დროშა ბოლონია
MF ემანუელე ჯიაკერინი იტალიის დროშა იუვენტუსი
MF კლაუდიო მარკიზიო იტალიის დროშა იუვენტუსი
MF რიკარდო მონტოლივო იტალიის დროშა ფიორენტინა
MF ტიაგო მოტა საფრანგეთის დროშა პსჟ
MF ანტონიო ნოჩერინო იტალიის დროშა მილანი
MF ანდრეა პირლო იტალიის დროშა იუვენტუსი
FW ფაბიო ბორინი იტალიის დროშა რომა
FW ანტონიო კასანო იტალიის დროშა მილანი
FW ანტონიო დი ნატალე იტალიის დროშა უდინეზე
FW სებასტიან ჯიოვინკო იტალიის დროშა პარმა
FW მარიო ბალოტელი ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი

[რედაქტირება] ბომბარდირები

ფეხბურთელი (თამაში) გოლი
1 ლუიჯი რივა (42) 35
2 ჯუზეპე მეაცა (53) 33
3 სილვიო პიოლა (34) 30
4 რობერტო ბაჯო (56) 27
ალესანდრო დელ პიერო (89) 27
6 ადოლფო ბალონჩიერი (47) 25
ფილიპო ინძაგი (57) 44
ალესანდრო ალტობელი (61) 25
9 კრისტიან ვიერი (49) 23
ფრანჩესკო გრაციანი (64) 23

[რედაქტირება] ფეხბურთელების მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობა

ფეხბურთელი პერიოდი თამაში
1 პაოლო მალდინი 1988–2002 126
2 ფაბიო კანავარო 1997— 116
3 დინო ძოფი 1968–1983 112
4 ჯაკინტო ფაკეტი 1963–1977 94
5 ალესანდრო დელ პიერო 1995— 89
6 ჯანლუიჯი ბუფონი 1997— 86
7 ფრანკო ბარეზი 1982–1994 81
ჯუზეპე ბერგომი 1982–1998 81
მარკო ტარდელი 1976–1985 81
10 დემეტრიო ალბერტინი 1991–2002 79

[რედაქტირება] სქოლიო

  1. ცისფერი იყო იტალიის სამეფოს სამეფო კარის ფერი. პირველ მატჩში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ეცვა თეთრი მაისურები, ხოლო შორტები ყველა მოთამაშეს საკუთარი კლუბისა ჰქონდა; ცისფერი შორტები შემოღებულ იქნა მომდევნო მატჩში.
  2. Ranocchia and Destro miss Italy cut Uefa.com (ინგლისური)

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე