სტივენ ჯერარდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტივენ ჯერარდი
Steven Gerrard
SGerrard.JPG
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
30 მაისი, 1980
დაბადების
ადგილი
უისტონი
სიმაღლე 183
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ნომერი 8
ახალგაზრდული კარიერა
1987-1998 ლივერპული
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998- ლივერპული 434 (97)
ეროვნული ნაკრები
2000- ინგლისი 102 (19)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით და სწორია: 17:56, 10 მარტი, 2013 (GMT).

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია:
14:00, 26 მარტი, 2013 (UTC).

სტივენ ჯერარდი (ინგლ. Steven Gerrard) — ინგლისელი ფეხბურთელი „ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

კარიერის დასაწყისი[რედაქტირება]

ჯერარდი დაიბადა პატარა ქალაქ უისტონში, რომელიც სულ რაღაც 8 კილომეტრითაა დაშორებული ლივერპულიდან. მან საფეხბურთო კარიერა უისტონის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც პირველად შემაჩნიეს ლივერპულის სკაუტებმა. 9 წლის ჯერარდი გადავიდა ლივერპულის ახალგაზრდულ აკადემიაში. 1997 წლის 5 ნოემბერს კი ჯერარდმა პირველი კონტრაქტი გააფორმა მერსესაიდულ კლუბთან.

ლივერპული[რედაქტირება]

სტივენ ჯერარდს ლივერპულის ძირითად გუნდში დებიუტი 1998 წლის 29 ნოემბერს ჰქონდა, ბლექბერნ როვერსთან მატჩში, სადაც ბოლო წუთებზე შეცვლაზე შევიდა. თავის სადებიუტო სეზონში მან 13 შეხვედრა ჩაატარა და კაპიტნის, ჯეიმი რედნაპის ადგილას თამაშობდა მარჯვენა ნახევარმცველად, რადგან ამ უკანასკნელს ტრავმა ჰქონდა. ეს სეზონი ჯერარდისთვის არც ისე წარმატებული იყო. მან ვერ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენა, რისი მიზეზიც მისი არასწორ პოზიციაზე დაყენება იყო. სტივი ამჩნევდა რომ დაცვაში უფრო დიდ დროს ატარებდა, ვიდრე შეტევებში.

1999-2000 წლებში ჯერარდი პარტნიორობას უწევდა რედნაპს ნახევარდაცვის ცენტრში. თავისი პირველი დერბიც მან სწორედ ამ სეზონში ითამაშა. ევერტონთან მატჩში იგი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა რობი ფაულიერს ნაცვლად და ამ თამაშშივე მიიღო პირველი წითელი ბარათიც. ამ სეზონშივე გაიტანა მან თავისი პირველი გოლი შეფილდის კარში. ამის შემდეგ მან რამდენიმე ტრავმა და ოპერაცია გადაიტანა.

2000-01 წლების სეზონში მან 15-ჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და 10 გოლი გაიტანა. იმ წელს ლივერპულმა მოიგო ლიგის და FA-ს თასები და ასევე უეფას თასი.

2003 წელს სტივენ ჯერარდი ლივერპულის კაპიტანი გახდა. ახალმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ იგი გუნდის ლიდერად აღიარა და ახალი 4 წლიანი კონტრაქტიც გაუფორმა.

2003-04 წლებში საკმაოდ წარუმატებელის სეზონის შემდეგ ჟერარ ულიემ დატოვა კლუბი და გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტივენ ჯერარდი ლონდონურ ჩელსიში გადავიდოდა. იგი აცხადებდა: "მე არ ვარ კმაყოფილი გუნდის მდგომარეობით და მისი პროგრესით. მე რეალურად ვფიქრობ წასვლაზე." თუმცა საბოლოოდ მან უარი თქვა 20 მილიონიან შემოთავაზებაზე და დარჩა ლვიერპულში. "მე ვრჩები ამკლუბში, რადგან აქ არის ჩემი გული და სული." - განაცხადა სტივენ ჯერარდმა.

2004-05 სეზონიც წარუმატებლად, უამრავი ტრავმებით დაიწყო. მათ შოროს სტივსაც აწუხებდა ტრავმა და იგი მხოლოდ ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდა მოედანს. სწორედ იმ მატჩში, ოლიმპიაკოსთან სადაც წყდებოდა ლივერპულის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა. სტივმა ამ ტამაშში გადამწყვეტი გოლი გაიტანა ბოლო წუთებზე და გუნდი ფლეი-ოფში გაიყვანა. ჯერარდმა განაცხადა რომ ეს იყო მის კარიერაში უმნიშვნეოვანესი გოლი.

სტამბულის ფინალი[რედაქტირება]

მოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი საუეკთესო მატჩი, დაუვიწყარი ფინალი რომელიც სამუდამოდ დარჩება ლივერპულის გულშემატკივრების გულებში...

მას შემდეგ რაც ლვიერპულმა ძალიან რთული გზა გაიარა ფინალამდე მისასვლელ გზაზე, მეორე ტაიმის დასაწყისში 3-0 ნადგურდებოდა მილანთან. ამ მატჩის შემობრუნება ყველას წარმოუდგენელი ეგონა, თუმცა მოხდა სასწაული და ზუსტად 6 წუთში ლივერპულმა 3 გოლი გაიტანა, რაშიც სტივენ ჯერარდის წვლილი უდიდესი იყო. მან გაიტანა პირველი გოლი და სული ჩაუდგა ლივერპულის ბრძოლას საოცარი გამარჯვებისკენ. საბოლოოდ მერსესაიდლებმა ეს მატჩი პენალტების სერიაში მოიგეს. ჯერარდი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ და 2005 წლის ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ამ დაუვიწყარი ფინალის შემდეგ სტივმა განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა ლივერპულიდან და რეკორდული შემოთავაზებაზე, კვირაში 100 000 გირვანქა სტერლიგის ოდენობით ხელფასზეც კი უარი თქვა და არ გადავიდა ლონდონის ჩელსიში.

2005-06 წლების სეზონში მან 53 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა და სეზონის ბოლოს ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე სეზონის ბოლოს ლივერპულმა მოიგო FA-თასი. ფინალში ჯერარდმა 2 გადამწყვტი გოლი გაიტანა და გაამრჯვებინა საკუთარ კლუბს. ამ გოლებით იგი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი მსოფლიოში, რომელსაც გატანილი აქვს გოლები უეფას თასის, FA-ა თასის, ინგლისის თასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში.

2007 წელს ლივერპული კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და კვლავ მილანს შეხვდა, თუმცა ამჯერად 2-1 დამარცხდა.

2007 წლის 28 ოქტომბერს ჯერარდმა ლივერპულის მაისურით 400-ე მატჩი ჩაატარა არსენალის წინააღმდეგ და ამ თამაშშიც გაიტანა გოლი. 2008 წლის 13 აპრილს კი მან თავისი 300-ე თამაში ჩაატარა პრემიერლიგაში. ამ სეზონში მან სულ 22 გოლი გაიტანა. ჯერარდი იმ წელსაც დასახელდა წლის საუკეთესო გუნდის წევრად და ნომინირებული იყო ასევე წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზეც.

2009 წლის 10 მარტს მან რეალ მადრიდის წინააღმდეგ ევროთასებზე თავისი 100-ე მატჩი ჩაატარა და დუბლიც შეასრულა (ლივერპული 4-0 მადრიდის რეალი). რამდენიმე დღის შემდეგ მან ისევ გაიტანა გოლი, ახლა უკვე მანჩესტერ იუნაიტედის კარში ოლდ ტრაფორდზე (მანჩესტერ იუნ. 1-4 ლივერპული). ამ თამაშის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ზინედინ ზიდანმა განაცხადა: "მართალია სტივი არ არის ისევე ყურადღების ცენტრში როგორც მესი და რონალდო, მაგრამ ჩემი აზრით იგი საუეკეთესოა მსოფლიოში."

2009 წლის 22 მარტს ჯერარდმა შეასრულა თავისი პირველი ჰეთრიკი პრემიერლიგაში ასტონ ვილასთან მატჩში. იმავე წლის 13 მაისს ჯერარდი დასახელდა ჟურნალსტთა ასოციციის მიერ 2008/09 წლის საუკეთესო ფეხბურთელად

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

ინგლისის ნაკრებში ჯერარდს დებიუტი 2000 წლის 31 მაისს ჰქონდა უკრაინის წინააღმდეგ მატჩში. იმავე წლის ზაფხულში იგი იყო ევრო 2000-ზე ინგლისის ნაკრების განაცხადში და მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა გერმანიასთან. იმ წელს ინგლისი ჯგუფიდანვე გავარდა ევროპის ჩემპიონატიდან. ჯერარდმა თავისი პირველი გოლი ნაკრებში გერმანიას გაუტანა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებზე. ინგლისი მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ჯერარდი ტრავმის გამო ვერ მოხვდა განაცხადში.

ევრო 2004-ზე ჯერარდი უკვე ძირითადი შემადგენლობის რეგულარული ფეხბურთელი იყო. ამ ჩემპიონატზე ინგლისი მეოთხედფინალებიდან გამოეთიშა ბრძოლას. 2006 წელს სტივმა პირველად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე და 2 გოლიც გაიტანა ტრინინდადის და შვედეთის კარში. ამ ჩემპიონატზეც მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ინგლისი ტურნირს. 2008 წელს ჯერარდი ინგლისის ნაკრების ვიცე კაპიტანი გახდა. იმ სეზონში ინგლიესელებმა ვერ შეძლებს შეასრჩევი ეტაპიტადნ ევრო 2008-ზე გასვლა. ჯერარდი ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო 2010 წლის მუნდიალზე, ხოლო ევრო 2012-ზე კი გუნდის კაპიტანი გახდა.

მიღწევები[რედაქტირება]

საკლუბო გამარჯვებები

FA-ს თასი - 2000/01, 2005/06.

ინგლისის ლიგის თასი - 2000/01, 2002/03, 2011/12

ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი - 2001, 2006

ჩემპიონთალიგა - 2004/05

უეფას თასი - 2000/01

უეფას სუპერ თასი - 2000/01, 2005/06


მეორე ადგილი

პრემიერლიგა - 2001/02, 2008/09

FA-ს თასი - 2011/2012

ინგლისის ლიგის თასი - 2004/05

ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი - 2002/2003

ჩემპიონთა ლიგა - 2006/2007

ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - 2004/2005


ინდივიდუალური ჯილდოები:

ჟურნსლიტთა ასოციაციის მიერ - წლის საუკეთეო ფეხბურთელი - 2008/09

ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი - 2007, 2012

პრემიელიგის წლის საუეკთესო ფეხბურთელი - 2005/06

პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - 2000/01

ფანების გამოკითხივთ - წლის საუეკტესო ფეხბურთელი - 2000/01, 2008/09

პრემიერლიგის წლის გუნდის წევტი - 2000–01, 2003–04, 2004–05, 2005–06, 2006–07, 2007–08, 2008–09

პრემიერლიგის თვის ფეხბურთელი - მარტი 2001, მარტი 2003, დელემბერი 2004, აპრილი 2006, მარტი 2009

წლის საუკეთესო გოლის ავტორი - 2005/06

ლივერპულის საუკეთესო ბომბარდირი - 2004–05, 2005–06, 2008–09

ევროპის წლის საუეკთესო ფეხბურთელი - 2004/05

ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშე - 2004/05

FA-ს თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშე - 2006

ევროპის წლის გუნდის წევრი - 2005, 2006, 2007

ევროპის ჩემპიონატის გუნდის წევრი - 2012

ფიფას წლის გუნდის წევრი - 2007, 2008, 2009

უეფას წლის გუნდის წევრი - 2005, 2006, 2007

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: