იტალიის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იტალია, ხედი კოსმოსიდან

იტალია — ქვეყანა სამხრეთ ევროპაში ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში, აპენინის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კუნძულებზე. ქვეყნის საერთო ფართობია 301 230 კმ². იტალიის ტერიტორიის შემადგენლობაშია ალპების სამხრეთული ფერდობები, პადანის ვაკე, აპენინის ნახევარკუნძული ასევე სიცილია, სარდინია და მრავალი პატარა კუნძული.

საზღვრები და სანაპირო ზოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის ტოპოგრაფიული რუკა

იტალიის სახმელეთო საზღვრის საერთო სიგრძეა — 1899,2 კმ. საზღვრის დიდი ნაწილი გადის ალპების სხვადასხვა ნაწილში. იტალიას ექვსი სახმელეთო მეზობელი ჰყავს, ესენია:

აქედან ვატიკანი და სან-მარინო მდებარეობს იტალიის ტერიტორიაზე და წარმოადგენს სუვერენულ სახელმწიფო-ანკლავს.

მას ასევე აქვს საზღვაო საზღვრები ბალკანეთის ქვეყნებთან, ესენია:

იტალიის სანაპირო ზოლის სიგრძეა — 7 600 კმ. მას გარს აკრავს: ხმელთაშუა, ადრიატიკის, ტირენის, ლიგურიის და იონიის ზღვები.

მინერალური რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საწვავის სასარგებლო წიაღისეული წარმოდგენილია ბუნებრივი აირის და ნავთობის სახით, რომლის მარაგები მდებარეობს პადანის ვაკეზე და აპენინის მთისწინეთში, ასევე კუნძულ სიცილიაზე (პროვინცია რაგუზა). იტალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სარდინიაში და ალპებში (აოსტას ველი) მოიპოვება ქვანახშირი. ცენტრალური აპენინებში მოიპოვება მურა ნახშირი

მადნის ძირითადი მარაგები შემოიფარგლება უძველესი მეტამორფიზმულ კომპლექსებში: სარდინიაში არსებობს ტყვიის, თუთიის და რკინის საბადოები. რკინა ასევე მოიპოვება ელბაზე და ტოსკანის რკინის საბადოებში. იტალიას გააჩნია ვერცხლისწყლის დიდი მარაგი, კუნძულ სიცილიაზე არსებობს გოგირდის დიდი საბადოები. აბრუცის, აპულიის და გარგანოს ნახევარკუნძულზე კარსტული ღრმულები შეიცავს ბოქსიტებს, კალაბრიაში და სიცილიაში მიოცენური ნალექები შეიცავს ქვის მარილს. აპენინის ჩრდილოეთ ნაწილში (ტოსკანა) არსებობს მსოფლიოში სახელგანთქმული კარარის მარმარილოს საბადოები, რომელიც გამოიყენება შენობების მოსაპირკეთებლად და ქანდაკებების შესაქმნელად. სხვა რესურსებს შორის აღსანიშნავია: კალიუმის კარბონატი, ბარიტი, აზბესტი, პემზა და პირიტი.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონ-ბლანის ხედი ვალე-დ-აოსტადან

იტალია მთიანი ქვეყანაა. ჩრდილოეთით ვრცელდება ალპები, ნახევარკუნძულოვან იტალიას იკავებს აპენინის მთები. მათ შორის კი პადანის ვაკეა. მთიანია სარდინიაც და სიცილიაც.

მთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის დაახლოებით 1/3 ტერიტორია უჭირავს მთებს. ქვეყნის სამხრეთში მდებარეობს ალპების სამხრეთული ფერდობები, რომლის უმაღლესი წერტილია მთა მონბლანი (4808 მ). დასავლეთ ალპებში იტალიის ტერიტორიაზე გამოიყოფა ლიგურიის ალპები და ზღვისპირა ალპები, შემდეგ ჩრდილო აღმოსავლეთით გადაჭიმულია კოტის, გრაის, პენინის და ლეპონტინის ალპები. მთის სისტემის ამ ნაწილში ციცაბო ფერდობები გაყოფილია ვიწრო და ღრმა ხეობებით. ცენტრალურ ალპებში მდებარეობს მთა ორტლერი (3899 მ) ასევე მყინვარები, ძირითადად ბერნინის, ადემელოს და ორტლესის მთის მასივებში. ამ ნაწილში გამოიყოფა ბერგამოს, დოლომიტის, იულიუსის ალპები.

ვაკეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალპებიდან სამხრეთში არის პადანის ვაკე, რომლის გავლით მიედინება მდინარე პო. ვაკე დახრილია ჩრდილოეთით ადრიატიკის ზღვისკენ. ალპების და აპენინის ძირში ვაკის სიმაღლე ზღვის დონიდან 200—500 მეტრია, მდინარის პოს გასწვრივ არის დაჭაობებული ვაკე, რომელიც ზღვის დონიდან 50—100 მეტრზეა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მყინვარი მიაჟი

იტალია მდებარეობს ხმელთაშუაზღვიურ სუბტროპიკულ ზონაში, ამასთან ზღვის გავლენას აძლიერებს ალპები, რომელიც არის ბარიერი ჩრდილოეთის და დასავლეთის ქარებისათვის.

ალპურ (ყველაზე ჩრდილოეთ) ზონაში კლიმატი კონტინენტალური ხასიათისაა. ალპების ძირში ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20—22 °С. დასავლეთ ნაწილში საშუალო წლიური ტემპერატურა 7,4 °C, და ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა - 660 მმ. აღმოსავლეთი ნაწილი ნაკლებად თბილია და მაღალი ტენიანობით გამოირჩევა, საშუალო ტემპერატურაა 6.6 °C და ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა 1055 მმ. აოსტას ხეობა (დასავლეთი ზონა) მუდმივად თოვლითაა დაფარული. თოვლის საფარი იწყება 3110 მ-დან, ხოლო იულიუსის ალპებში 2545 მ-დან. შემოდგომაზე და ზამთარში, ცხელი მშრალი ფიონი, რომელიც უბერავს შვეიცარიიდან ან ავსტრიიდან, ზოგჯერ იწვევს ტემპერატურის მკვეთრ ზრდას ზოგიერთ ხეობებში (აოსტა, სუზა). ალპების აღმოსავლეთ ნაწილში შემოჭრილი მშრალი და ცივი ქარი ბორა ზოგჯერ აღწევს 200 კმ/სთ. ზაფხულში ნალექი წვიმის სახით მოდის მაღალ რაიონებში, ხოლო შემოდგომაზე და გაზაფხულზე გადაადგილდება კლიმატური ზონის კიდეებში. თოვლი მოდის მხოლოდ ზამთარში, ნალექების რაოდენობის (3,10 მ) დამოკიდებულია წელიწადზე ან სანაპიროსთან სიახლოვეზე. მთისწინეთში უფრო დიდი თოვლი მოდის ვიდრე მაღალმთიან რაიონებში. მაღალმთიან რეგიონებში, ხშირია ყინვები -15-20 °C-მდე. რეგიონში მდებარე ტბები არბილებენ ადგილობრივ კლიმატს, იანვარში საშუალო ტემპერატურა მილანში 1 °C უტოლდება, ხოლო სალოში, ტბა გარდაზე - 4 °C. იტალიის ალპებში მდებარეობს რამდენიმე ასეული მყინვარი, როგორიცაა მიაჟი (მონბლანი მასივში) და კალდერონე.

პადანის ვაკეზე კლიმატი გარდამავალია სუბტროპიკულიდან ზომიერში — ცხელი ზაფხულითა და მკაცრი ზამთარით, რომელიც რბილდება აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მოძრაობის დროს. ტურინში, საშუალო ტემპერატურა ზამთარში არის - 0,3 °C, ზაფხულში - 23 °C. წვიმს, ძირითადად სეზონებს შორის და ნალექები მატულობს ზღვის დონიდან სიმაღლის ზრდასთან ერთად. მცირე რაოდენობის თოვლი ეცემა მაღალი ვაკეებზე. საშუალო წლიური ტემპერატურა ვენეციაში არის 13,6 °C, ანკონაში - 16 °C, ხოლო ბარიში - 17 °C. ნალექები მცირე რაოდენობით მოდის - 750 მმ ვენეციაში, 650 მმ ანკონაში და 600 მმ ბარიში.

აპენინებში ზამთრის სიმკაცრე განპირობებულია სიმაღლით, ნალექები თოვლისა და წვიმის სახით ზომიერია (ზოგიერთი ადგილების გარდა). ციკლონი შუა ზამთარში იწვევს ამინდის ხშირ ცვლილებებს. ურბინოში საშუალო წლიური ტემპერატურა არის — 12,1 °C და ნალექების რაოდენობა 890 მმ, ხოლო პოტენცეში 12,5 °C და 1000 მმ. აპენინის აღმოსავლეთ ფერდობებზე და ნახევარკუნძულის შიდა რაიონებში მოდის 600-800 მმ ნალექი წელიწადში, სიცილიის და სარდინიის შიდა რაიონებში - 500 მმ-ზე ნაკლები.

ტირენიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ ლიგურიის რივიერაში ტემპერატურაზე და ნალექებზე გავლენას ახდენს ზღვა. სან-რემოში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 680 მმ, სპეციაში უფრო მეტი ნალექი მოდის, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა - 1150 მმ. ადრიატიკის სანაპირო ძირითადად უფრო ცივი და მშრალია ვიდერე ტირენიის ზღვის სანაპირო.

მაღალმთიანი კალაბრია და სიცილია გარშემორტყმულია ხმელთაშუა ზღვით და ამიტომ ტემპერატურა აქ უფრო მაღალია,ვიდრე ჩრდილოეთ ნაევრაკუნძულის მთებში. შიდა რაიონებში ზამთარში იშვიათად წვიმს, ნალექები უფრო მეტად სიცილიის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში მოდის. რეჯო-დი-კალაბრიაში საშუალო წლიური ტემპერატურა და ნალექები შეადგენს 18,2 °C და 595 მმ, პალერმოში - 18 °C და 970 მმ. ჩრდილოეთ აფრიკის მხრიდან ხშირად უბერავს ცხელი და ძალიან ტენიანი ქარი სიროკო, რომელიც ჰაერს ათბობს 40-45 °C-მდე.

წყლის რესურსები იტალიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე პო ტურინში

2005 წლის მონაცემებით იტალია ფლობს 175 კმ³ განახლებად წყლის რესურსებს, საიდანაც წელიწადში გამოიყენება 41,98 კმ³ (18 % კომუნალურ სექტორში, 37 % მრეწველობის სექტორში და 45 % სოფლის მეურნეობის სექტორში).

მდინარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარეთა ქსელი ყველაზე ხშირია იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც გადის იტალიის უდიდესი მდინარე პო (სიგრძე 652 კმ.). პადანის ვაკეზე მიედინება მდინარეები: ადიჯე, ბრენტა, პიავე, ტალიამენტო, რენო და სხვ. აპენინის ნახ. კუნძულის უდიდესი მდინარეებია: არნო და ტიბრი.

აპენინის ნახევარკუნძულისა და იტალიის კუნძულებზე გამდინარე მდინარეები არ არის წყალუხვი, ისინი ძირითადად წვიმის წყლით იკვებება, ზაფხულში მდინარეები ხშირად შრება. ლიგურიის ზღვის სანაპიროს მდინარეები მოკლე და ჩქარია. აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი მდინარეებია არნო და ტიბრი. ადრიატიკის ზღვის სანაპირო დაკბილულია სავრცხლის მსგავსად აპენინიდან ჩამონადენი მდინარეების მიერ:

ტირენიის ზღვაში ჩაედინება მდინარეები: ომბრონე, ტიბრი, ლირი, ვოლიტირნო, სელე, სავუტო.

იონიის ზღვაში ჩაედინება მდინარეები: ბრადანო, აგრი, კრატი, ბაზენტო, სინი.

ტბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლომბარდიის მყინვარული წარმოშობის ტბები: ლაგო-მაჯორე, ლუგანო, კომო და იზეო

მთლიანად იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს დაახლოებით 1500 ტბა, საიდანაც უმრავლესობა — პატარა მთის ტბებია, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო 25 ათასი წლის განმავლობაში მყინვარების გავლენის ქვეშ. ტბების უმრავლესობა მდებარეობს ლომბარდიის ალპების მთისწინეთში: გარდა (ყველაზე დიდი ტბა იტალიაში), ლაგო-მაჯორე, კომო, იზეო და ლუგანო. ამ ტბებზე არის ნახევრად ხმელთაშუაზღვიური კლიმატი და გარშემორტყმულია ზეთისხილის და ციტრუსის ხეებით.

აპენინის ნახევარკუნძულზე ფართობით მნიშვნელოვანი ტბები მდებარეობს ჩამქრალი ვულკანების კრატერებში: ბოლსენა, ალბანეთის ტბა, ბრაჩანო და ნემი.

იტალიის ტერიტორიაზე არსებული სხვა მნიშვნელოვანი ტბებია: ტრაზიმენო (ყველაზე დიდი ტბა აპენინის ნახევარკუნძულზე), ომოდეო (კუნძულ სარდინიაზე).

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლებიდან გამომდინარე შეიძლება გამოიყოს სამ რეგიონი მცენარეებიის ტიპების მიხედვით: ალპები, მდინარე პოს ხეობა და ხმელთაშუაზღვიური-აპენინის რეგიონი.

იტალიის ალპური ნაწილი შეიძლება დაიყოს სამ ზონად. 800 მ-მდე მთის ფართოფოთლოვანი ტყეა (კორპის მუხა, ევროპული ზეთისხილი, პირამიდული კვიპაროზი, წყავი, წაბლი, იფანი, ნეკერჩხალი). 1800 მ-მდე მთებში ტყის ყავისფერ ნიადაგზე გავრცელებულია წიფლის ტყეები, რომელიც ნელ-ნელა გადადის წიწვოვან ტყეებში (ლარიქსი, ნაძვი). ყველაზე მაღალ მესამე ზონაში იზრდება ბუჩქები (როდოდენდრონები, მყარი მურყანი და ღვია), გარდამავალი მდელოებში, რომელიც დაფარულია ბალახებით (მათ შორის ისლისებრნი) და ველური ყვავილებით. კიდევ უფრო მაღლა ხარობს ისლი; თოვლის ხაზის ქვეშ იზრდება მრავალი ხავსი და ლიქენები.

პადანის ხეობაში ნიადაგი ალევიურია, ადრე აქ წარმოდგენილი იყო მუხის ტყეები, მდელოები და ბუჩქები, ახლა პრაქტიკულად ყველა მცენარეულობა შეიცვალა კულტურული მცენარეებით (ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, ბრინჯი და შაქრის ჭარხალი). კარგად მორწყულ ადგილებში იზრდება ვერხვი, ხოლო უფრო მმშრალ ადგილებში გავრცელებულია ისლისებრნი.

აპენინის, სიცილიის და სარდინიის ყავისფერ ნიადაგზე, ვულკანურ ნიადაგზე და რუხ ნიადაგიან ადგილებში 500—600 მ სიმაღლემდე ფლორა წარმოდგენილია მარადმწვანე ქვის და კორპის მუხის ჭალებით, სანაპიროსთან ახლოს გავრცელებულია იტალიური ფიჭვი, ზეთისხილი, ოლეანდრე, ფისტის ხე და ალპური ფიჭვი. 1000—1500 მეტრ სიმაღლეზე დომინირებს მუხის, წიფლის და წაბლის ტყეები, ხოლო 2000 მ-დან წიწვოვანი-ფოთლოვანი ტყეებია (წიფელი, ფიჭვი, ნაძვი და სოჭი). ასევე შემორჩენილია ძველი ტყის ნარჩენები, სადაც წარმოდგენილია თეთრი იფანი, თეთრი ალვის ხე და ჩრდილოეთის ჭადარი. წიფლის ტყეები ფართოდაა წარმოდგენილი კალაბრიაში (ლა-სილას, ასპრომონტეს მთის მასივში) და აპულიაში, თეთრი სოჭი და სხვადასხვა ფიჭვნარი გავრცელებულია აბრუციში და კალაბრიაში. სამხრეთ იტალიაში გვხვდება იტალიური მურყანი, სიცილიაში სიცილიური სოჭი. სიცილიის მტკნარ წყლებში გავრცელებულია პაპირუსი.

2005 წლისთვის სახნავი მიწა შეადგენდა ქვეყნის ტერიტორიის 26,41 პროცენტს, 9,09 პროცენტზე მუდმივად მოჰყავდათ მარცვლეული.

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოველები ბინადრობენ ძირითადად მთაში. ალპებსა და აპენინებში ბინადრობს: ზაზუნა, ველური კატა, თეთრყელა კვერნა, ტყის კვერნა, ყარყუმი და სინდიოფალა. უფრო დიდი ძუძუმწოვრებიდან ალპებში ბინადრობენ იბექსი, არჩვი, შველი, ფოცხვერი, მელა და მგელი, აბრუციში ბინადრობს მურა დათვი. გავრცელებულია ასევე კურდღელი და ციყვი. სარდინიაში ბინადრობს ირემი, მუფლონი და გარეული ღორი.

იტალიის ტერიტორიაზე ბინადრობს ფრინველთა 400-მდე სახეობა, მათ შორის მთის როჭო, შავი როჭო და მთის არწივი. იტალიის ტერიტორიაზე რეპტილიები წარმოდგენილია გველგესლების და ამფიბიების სახით (ალპური სალამანდრა და ალპური ტრიტონი). მტკნარ წყლებში ბინადრობს კუმჟა, ზუთხი და გველთევზა.

იტალიის ეროვნული პარკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული პარკები საერთო ფართი დაახლოებით 200 ჰექტარია (1969). ალპურ ეროვნული პარკებში გრან-პარადიზოში და სტელვიოში, ასევე ასევე აპენინის აბრუციში დაცულია მაღალმთიანი ლანდშაფტები, მყინვარები, ალპური ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები. ჩირჩეოს ეროვნული პარკი ტირენიის სანაპიროზე შეიქმნა მუხის და ფიჭვის ტყეების, ჯუჯა პალმების და დიუნის შესანარჩუნებლად.

მდებარეობს ზომიერი სარტყლის ტყის ზონისა (ჩრდილოეთით) და სუბტროპიკული სარტყლის (სამხრეთით) ფარგლებში. მის ბუნებაზე დიდ გავლენას ახდენს ხმელთაშუა ზღვა. ნაპირი სუსტადაა შეჭრილ-შემოჭრილი, ცოტაა მოხერხებული უბე. ველაზე მეტადაა აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთი სანაპირო. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 7,5 ათ. კმ. ტერიტორიის დაახლოებით 4/5 უჭირავს მთებსა და მაღლობებს. ჩრდილოეთით გადაჭიმულია ალპები (მთა მონბლანი, 4807 მ - იტალიის - უმაღლესი წერტილი), მის სამხრეთით, აპენინის ნახევარკუნძულის გასწვრივ, თითქმის 1200 კმ-ზე გადაჭიმულია აპენინები (მთა კორნო, 2914 მ), ეტნა (3340 მ), სტრომბოლი, ვულკანო. შუა და სამხ. იტალიაში ხშირია მიწისძვრა (მესინის - 1908, სიცილიის - 1968). სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვანახშირი, ლიგნიტი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ტყვიის, თუთიისა და რკინის მადანი, ბოქსიტი, პირიტი, ვერცხლისწყლის მადანი, გოგირდი, მარმარილო. ჰავა იტალიის დიდ ნაწილში სუბტროპიკულია, ხმელთაშუა ზღვისა, პადანის ვაკეზე, - სუბტროპიკულიდან ზომიერში გარდამავალი. ზაფხული ცხელი იცის და მშრალი. მდინარეთა ქსელი ყველაზე ხშირია ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც გადის იტალიის უდიდესი მდინარე პო (სიგრძე 652 კმ.) პადანის ვაკეზე მიედინება მდინარეები: ადიჯე, ბრენტა, პიავე, ტალიამენტო, რენო და სხვ. აპენინის ნახ. კუნძულის უდიდესი მდინარეებია: არნო, და ტიბრი. დიდი ტბების უმეტესობა (გარდა, კომო, ლაგო - მაჯორე და სხვ.) ლომბარდიის ალპების მთისწინეთშია, აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი უდიდესი ტბებია: ბოლსენა, ბრაჩანო და სხვ. ალპებში 800 მ-მდე მთის ფართოფოთლოვანი ტყეა, 800-იდან 1800 მ-მდე - წიფლნარი და წიწვნარია მთა-ტყის ყომრალ და ნეშომპალა ნიადაგებზე; მაღლა - ბუჩქნარი, სუბალპ, და ალპ. მდელოები მთა - მდელოს ნიადაგზე, თხემურ, ნაწილში გაშიშვლებული კლდეები და შვავებია. აპენინებში სიცილიასა და სარდინიაში 500-600 მ-მდე მარადმწვანე ქვამუხის, კორპის მუხის, მინიისა და ალეპოს ფიჭვის კორომები და ბუჩქნარია უმთავრესად ყავისფერ ნიადაგზე, მაღლა, 1000-1500 მ-მდე ჭარბობს მთის ფართოფოთლოვანი ტყეები ყავისფერ და მთის მურანიადაგებზე. ცხოველები შემორჩენილია მხოლოდ მთაში. ალპებსა და აპენინებში ბინადრობს არჩვი, ველური კატა, კვერნა, ქრცვინი, ცენტრაურ აპენინებში - მურა დათვი. გავრცელებულია: კურდღელი, ციყვი, ფრინველთა 400-მდე სახეობა. ბევრია ქვეწარმავალი და თევზი.

ფართობი - 301 230 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 4852 კმ; სახმელეთო - 1703 კმ.

ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - ალპები, აპენინები, პოს ველი. უმაღლესი მწვერვალები (მ) - გრან პარადიზო 4061, მონბლანი 4807 (ნაწილობრივაა იტალიაში); მთავარი მდინარეები (კმ) - პო 652, ადიჯე 410, ტევერე 405; მთავარი ტბები (კვ.კმ) - გარდა 370, მაჯიორე 170 (სულ 212), კომო 146, ტრაზიმენო 128; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - სიცილია 25 426, სარდინია 23 813, ელბა 223 კვ.კმ; კლიმატი – ხმელთაშუაზღვის, კონტინენტური, ალპური.

ბუნებრივი რესურსები - ვერცხლისწყალი, მარმარილო, გოგირდი, ბუნებრივი აირის და ნავთობის მცირე რეზერვები, თევზი, ქვანახშირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.