პირამიდული კვიპაროზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირამიდული კვიპაროზი
Greece Symi.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: კვიპაროზისებრნი
გვარი: კვიპაროზი
სახეობა: მარადმწვანე კვიპაროზი
ლათინური სახელი
Cupressus sempervirens

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


პირამიდული კვიპაროზი, გუნდის ხე (ლათ. Cupressus sempervirens) — 20-25 მეტრი სიმაღლისა და 50-60 სმ დიამეტრის ხე, ცილინდრული ან პირამიდული ვარჯით. სამშობლო მცირე აზია, ჩრდ. ირანი, კვიპროსი. ვინაიდან მისი კულტურის გავრცელებას ისტორიული ფესვები შორეულ წარსულში აქვს, ამიტომ ბუნებრივი არეალის საზღვრების ზუსტი საზღვრების დადგენა შეუძლებელია. საქართველოში იგი გავცელელბულია უხსოვარი დროიდან. გვხვდება როგორ დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

პირამიდული კვიპაროზი სწრაფად იზრდება, გვალვაგამძლეა, იტანს დაბალ ტემპერატურას, ნიადაგს არ უყენებს დიდ მოთხვნას, ურიგდება ქვიან, კირიან, მშრალ მსუბუქ ნიადაგებს. ჭარბტეტნიან სველ ნიადაგზე ხანმოკლე სიცოცხლით ხასიათდება. კარგად იზრდება ღრმა ნოყიერ ნიადაგებზე. კარგად იტანს კრეჭას.

მრავლდება თესლით, კალმით და მყნობით.

მერქანი მეტად ძვირფასი აქვს სურნელოვანი, მჩატე, გამძლე მიწასა და წყალში, კარგად მუშავდება და ჩინებულია ავეჯის წარმოებაში.