იფანი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოპიტი (აფხაზეთი).
იფანი
Fraxinus excelsior
Fraxinus excelsior
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ზეთისხილისებრნი
გვარი: იფანი
ლათინური სახელი
Fraxinus

იფანი, კოპიტი (Fraxinus), ფოთოლმცვივანი ხეების გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. არქტომესამეული (თურღაის) ფლორის მეზოთერმული პერიოდის რელიქტი. მისი 67 სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ (იშვიათად ტროპიკული და სუბტროპიკული) სარტყელში. საქართველოში - 3, ესენია: ჩვეულებრივი იფანი (Fraxinus exelsior) - 30-40 მ-მდე სიმაღლის სწორტანიანი ხე. გვხვდება საქართველოს თითქმის ყველა რაიონში. კარგად ხარობს დაბლობისა და მთის შუა სარტყლის მეზოფილური ტყეების ნათელ უბნებში ფართოფოთლოვან ჯიშებთან ერთად. მთებში ზღვის დონიდან 1800-2000 მ-მდე გვხვდება; თუთუფოთოლა იფანი (Fraxinus coriariaefolia) - იზრდება კახეთისა და თუშ-ფშავ-ხევსურეთის ტყეებში. გვხვდება გაველურებულადაც (თბილისში - ხუდადოვის ტყეში); მახვილნაყოფა იფანი (Fraxinus oxycarpa) - უმთავრესად დასავლეთ საქართველოს ტყეებშია გავრცელებული; რგავენ კიდეც (თბილისის მიდამოები). გარდა ამისა, საქართველოში იფნის 24 ეგზოტიკური სახეობა იზრდება. იფნის მერქანი მაღალხარისხოვანია; ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფოთოლი - ვიტამინებს და ეთეროვან ზეთებს. იყენებენ ბაღ-პარკების, ტყე-პარკებისა და ქუჩების გასამწვანებლად.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • იმედაძე მ., ქსე, ტ. 5, გვ. 284, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები