აბრუცი (იტალ. Abruzzi) — რეგიონი იტალიაში, მთიანი რაიონი ქვეყნის ცენტრალური ნაწილის სამხრეთში. მისი დასავლეთი საზღვარი რომიდან 80 კმ-ში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მარკეს რეგიონი, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით — ლაციოს რეგიონი, სამხრეთ აღმოსავლეთით — მოლიზე და აღმოსავლეთით — ადრიატიკის ზღვა. მიუხედავად იმისა, რომ ის გეოგრაფიულად უფრო იტალიის ცენრტრალურ რეგიონში მდებარეობს ვიდრე სამხრეთში, იტალიის სტატისტიკის სამსახურის მიერ იგი მაინც სამხრეთულ რეგიონად მიიჩნევა, ორი სიცილიის სამეფოსთან მისი ისტორიული კავშირის ნიშნად.
- ფართობი – 10 763 კმ²
- მოსახლეობა – 1 342 975 (2011 წ)
- ადმინისტრაციული დაყოფა — პროვინციები: ლ'აკვილა, კიეტი, პესკარა და ტერამო.
- ქალაქები (ათ.) — ლ’აკვილა (70), პესკარა (115), კიეტი (59), ტერამო (53).
[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა
აბრუცის რეგიონი ადმინისტრაციულად 4 პროვინციად იყოფა:
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში