ბოლსენის ტბა
| ბოლსენა | |
|---|---|
| Lago di Bolsena | |
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიგრძე | 13 კმ |
| სიგანე | 11 კმ |
| ფართობი | 113,5 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 151 მ |
| საშუალო სიღრმე | 81 მ |
| აუზის ფართობი | 159,5 კმ² |
| გამომდინარე მდინარე | მარტა |
ბოლსენა (იტალ. Lago di Bolsena) — ვულკანური წარმოშობის კრატერული ტბა ცენტრალურ იტალიაში, რომელიც ჩამოყალიბდა 370 000 წლის წინ ვულზინის ვულკანურ კომპლექსში, წყალშემცველ ჰორიზონტში მომხდარი კალდერის კოლაფსის შედეგად. ძვ. წ. 104 წლისათვის, რომაული ჩანაწერები მიუთითებს ვულზინის ვულკანის აქტივობაზე, რის შემდეგაც მან დაიძინა. კალდერის კოლაფსის შემდეგ გამოწვეული წყალქვეშა ამოფრქვევების შედეგად ტბის სამხრეთ ნაწილში ორი კუნძული წარმოიშვა.
ტბა მთლიანად იკვებება წყალშემცველი ჰორიზონტიდან, წვიმის წყლითა და ნიავღვრებით, მისგან კი მხოლოდ ერთი ნაკადი გამოედინება, სამხრეთი ნაწილის კიდიდან. მიმდებარე დასახლებებიდან, ბოლსენაში ჩაედინება დაბინძურებული წყლები, ძრითადად ჩარეცხილი სასუქები. მიუხედავად ამისა, ტბის ირგვლივ არსევბული სადგურებიდან მკაცრად კონტროლდება წყლის ქიმიური შემადგენლობა.
სექციების სია |
გეოგრაფია[რედაქტირება]
ტბას ოვალის ფორმა აქვს, რაც ტიპურია კრატერის ტბისათვის. ელიფსის გრძელი ღერძი გაწოლილია ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით. ფსკერი უხეში კონუსისებრია და მაქსიმალურ სიღრმეს შუაგულში აღწევს. მთლიანი ტბა გარსშემორტყმულია გორაკებით. აუზის ფარგლებში სახლობს 22000 მუდმივი მცხოვრები (2004 წ), ზაფხულობით კი მათი რიცხვი 35000 -მდე ადის.
სიმაღლე ზღვის დონიდან უფრო მეტია ჩრდილოეთ ნაწილში და 702 მეტრს აღწევს, მაშინ, როცა ტბის სიმაღლე ზოგადად 305 მეტრია.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- www.lagodibolsena.org
- ტურუსტული ხასიათის ინფორმაცია და ფოტოები (იტალიური)
- სანავიგაციო მომსახურება ბოლსენის ტბაზე (იტალიური)
- ტარკვინიის კომუნა(იტალიური)
- ახალი ფანჯარა ბოლსენის ტბაზე
ლიტერატურა[რედაქტირება]
- Mosello, Rosario; Silvia Arisci; Piero Bruni (2004). „Lake Bolsena (Central Italy): an updating study on its water chemistry“. Journal of Limnology 63 (1): გვ. 1–12.
- Washington, Henry Stephens (1906). The Roman Comagmatic Region. Washington D.C.: Carnegie Institution of Washington.