საფრანგეთის გეოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფრანგეთის გეოგრაფიასაფრანგეთის მეტროპოლიის ფართობი შეადგენს 551 500 კმ² (675 417 კმ² ზღვისგადაღმა პროვინციების ჩათვლით). საფრანგეთი გადაჭიმულია 1000 კმ-ზე სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. იგი ფართობით მესამე ქვეყანაა ევროპაში რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, ხოლო თუ ჩავთვლით ზღვისგადაღმა ტერიტორიებს მაშინ მეორე ადგილს იკავებს.

ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარეობს მდინარე რონის დელტა (ზღვის დონიდან 2 მ), ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი კი არის — მონბლანი (4 810 მ).

საფრანგეთში წარმოდგენილია ლანდშაფტების მდიდარი ნაირსახეობა. ატლანტის ოკეანის კლდოვანი სანაპირო, მდინარეათა ფართო ველები, მაღალი დათოვლილი მთები, ხმელთაშუაზღვისპირა ქვიშიანი სანაპიროები. ჩრდილოეთ საფრანგეთის დიდი ნაწილი უჭირავს ისეთი ფართო მდინარეების დაბლობებს, როგორიცაა სენა და მარნა, ამ მოსავლიან მიწებს დასავლეთით ესაზღვრება ნორმანდიული კლდნოვანი მთები, აღმოსავლეთით კი, ბელგიის საზღვარზე იჭიმება ტყეები, რომლები სამხრეთით ქვეყნის შვეიცარიასთან საზღვარზე გადადის მთის მასივში.

სამხრეთ საფრანგეთის ნაწილი უჭირავს საფრანგეთის სცენტრალურ მასივს, ეს სარის ჩამქრალი ვულკანების მხარე. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, საფრანგეთის ცენტრალური მასივის მიდამოებში, სევენის მთებში სათავეს იღებს ქვეყნის უგრძესი მდინარე ლუარა. სამხრეთ – დასავლეთ რაიონი, მდინარე გარონის აუზი, ესაა წიწვოვანი ტყის მხარე. ცნობილია როგორც ლანდა. პირინეის მთების წარმოადგენს საზღვარს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. საფრანგეთის ცენტრალური მასივის აღმოსავლეთით გაშლილია მდინარეების სონასა და რონას უხვმოსავლიანი დაბლობები. საფრანგეთისა და იტალიის საზღვართან იჭიმება ალპები, ევროპის ყველაზე მაღალი მთათა სისტემა

ჰავა და ჰიდროგრაფია[რედაქტირება]

სევენის მთები საფრანგეთს ყოფს ორ კლიმატურ რაიონად: ხმელთაშუაზღვური და ატლანტის, ასევე ოთხ კლიმატურ ზონად: ოკეანური, მშრალი კონტინენტური, ხმელთაშუაზღვური და მთის. საფრანგეთის ჩრდილოეთი რაიონების კლიმატი რბილი და ნესტიანია. გაზაფხულზე ამინდი ცვალებადია, სითბო და მზე იცვლება წვიმებითა და ქარებით. ზაფხული შედარებით თბილია, შემოდგომაზე დილას და საღაომოობით გრილა, არ იცის მკაცრი ზამთარი. საშუალო ტემპერატურა მერყეობს იანვარში 0 გრადუსსა და აგვისტოში +25 გრადუსს შორის, პარიზის საშუალო ტემპერაურა მერყეობს ზამთარში 0 (+10) გრადუსებს შორის, ხოლო ზაფხულში +20 (+30) გრადუსებს შორის. ქვეყნის სამხრეთით კლიმატი რბილი და თბილია, ზამთრობით მთებში ხშირად არის დიდთოვლობა, ტემპერატურის მერყეობა ზამთარსა და ზაფხულში უმნიშვნელოა. ალპები სამხრეთ –აღმოსავლეთით ხელს უშლის ხმელთაშუაზღვური კლიმატის გავრცელებას ქვეყნის სიღრმეებში, ასე რომ აღნიშნული კლიმტი ვრცელდება რონისა და ლიონის დაბლობებში მდინარეები და ტბები.

რბილი და ნესტიანი კლიმატი საფრანგეთში ხელ უწყობს ხშირი სამდინარო ქსელის განვითარებას, წყალუხვობასა და გაუყინვადობას. წყლის სიუხვის რეჟიმისა და დინების ხასიათის მიხედვით საფრანგეთში გამოიყოფა მდინარეთა ოთხი ტიპი:

  • პრეატლანტური ტიპი: მოიცავს ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტს. ახასიათებს მდინარის კვება წვიმის წყლით და მდინარის დონის მცირე ცვალებადობა. მდინარეები სავსეა წლის ნებისსმიერ დროს. ამ სახეობის მდინარეებს მიეკუთვნება სენა მარნის შენაკადებით, მარჯვენა შენაკადი უაზა, მარცხენა შენაკადი იონა, ქვედა ლუარა, შარანტა, სონა.
  • ერცოგული ტიპი: აერთიანებს მდინარეებს, რომლებიც მოედინებიან მაღალი მთებიდან. ზემო ლუარა მარჯვენა შენაკადებით: ალე, შერი, ენდრი, ვენა, გარონა მარჯვენა შენაკადებით: ტარნი, ლო, დორდონი. რონა მარჯვენა შენაკადებით: დუ, არდეში. მდინარეთა კვება დაომოკიდებულია წვიმებსა და თოვლზე.
  • ალპების ტიპი: ამ ტიპს მიეკუთვნება ალპებისა და პირინეის მდინარეები: რონა თავისი მარცხენა შენაკადებით: (იზერი, დურანსი,) ზემო გარონა ასევე თავისი შენაკადებით. მდინარეები იკვებებიან თოვლითა და გაყინული წყლებიით, ამაზეა დამოკიდებული ზამთარ - ზაფხულობით მდინარეთა წყალუხვობა.
  • ხმელთაშუაზღვური ტიპი: დამახასიათებელია ქვეყნის სამხრეთში მდებარე მდინარეებისათვის. (ოდი, ორბი, ერო), მდინარეები იკვებებიან წვიმის წყლით. გაზაფხულსა და შემოდგომაზე კოკისპირულმა წვიმებმა შეიძლება გამოიწვიოს წყალდიდობები.

საფრანგეათის დიდი მდინარეებია: ლუარა – 1010 კმ, რონა – 522 კმ, სენა – 780 კმ, გარონა – 650 კმ. ევროპის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი საწყლოსნო არტერიაა მდინარე რაინი, რომელიც 190 კოლომეტრის სიგრძეზე მიუყვება საფრანგეთ – გერმანიის საზღვარს. ქვეყნის უმსხვილესი მდინარეები გამოიყენება სანაოსნოდ, ლუარასა და გარონას აქვს შემოვლითი არხები. საფრანგეთი ღარიბია ტბებით, ალპებში საფრანგეთს ეკუთვნის ჟენევის ტბის სამხრეთი სანაპირო. სავის ალპები მოიცავს საკმაოდ დიდ ყინულოვან ტბებს: ანესი და ბურჟე. საფრანგეთის ცენტრალურ მასივში ვხვდებით ვულკაური წარმოშობის ტბებს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებსა და ბისკაის ყურეში მნიშვნელოვნად გავრცელებულია ლაგუნისებური ტბები.

საზღვრები[რედაქტირება]

საფრანგეთს ესაზღვრება 11 ქვეყანა. აქედან მეტროპოლია ესაზღვრება 8-ს, ხოლო ზღვისგადაღმა ტერიტორიები - სამს. სახმელეთო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 4 082,2 კმ. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ბუნებრივი საზღვრების გამოკლებით, აქ საფრანგეთს აქვს ბუნებრივი საზღვრები: რეინი, იურა, ალპები, პირენეები.

მეტროპოლიის საზღვრები:

ზღვისგადაღმა ტერიტორიების საზღვრები:

სანაპირო ზოლის საერთო სიგრძეა — 3 427 კმ. საფრანგეთს ესაზღვრება ჩრდილოეთის ზღვა, ლა-მანში, ატლანტის ოკეანე და ხმელთაშუა ზღვა.

მთები[რედაქტირება]

უკიდურესი წერტილები[რედაქტირება]

საფრანგეთი (მეტროპოლია)[რედაქტირება]

საფრანგეთი (კონტინენტური ნაწილი)[რედაქტირება]

პლატო[რედაქტირება]

დაბლობები[რედაქტირება]

კლიმატი[რედაქტირება]

მდინარეები[რედაქტირება]

მდინარე ლუარა ქალაქ ნანტში

საფრანგეთის მდინარეების უმრავლესობა სათავეს იღებს ცენტრალურ მასივზე და ერთვის ატლანტის ოკეანეს ან ხმელთაშუა ზღვას.

უმთავრესი მდინარეებია:

მინერალური რესურსები[რედაქტირება]

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

საფრანგეთის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი უკავია ტყეს. საკმაოდ დიდი ტყის მასივები განთავსბულია აკვიტანიაში, ალპებში, პირინეებში, ვოგეზებში. აკვიტანიის აღმოსავლეთით მუხნარი ტყეები გადადის წაბლნარში, აქ ასევე წარმოდგენილია სუბტროპიკული მცენარეთა ელემენტები. ქვეყნის ჩრდილოეთში განთვასებულია მუხნარი და წიფელის ტყეები. ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით მიდამოები გამოყენებულია საძოვრებად. ხმელთაშუაზღვურ სამხრეთში დამახასიათებელია ბუჩქნარებით შეთხელებული ტყეები. ალპებში მუხნარი და წაბლის ტყეები 700 - 800 მეტრზე იცვლება წიფლნარი, ნაძვნარი და ფოთლოანი ტყეებით, რომლებიც 1600 – 1900 მეტრზე მდებარეობს. პირინეებში ტყეთა ზემო საზღვარი აღწევს 1800 – 2100მ. უფო ზემოთ (სუბალპურ ზონაში) ვხვდებით ბუჩქნარსა და მაღალბალახოვან მინდვერბს. საფრანგეთის ტყეებში, განსაკუთრებით მთებში ადვილად ვხვდებით გარეულ კატას, მელას, ირემს, შველს, კურდღელს, ტახს, ციყვს. მაღალ მთებში ვხვდებით მთის თხას. განსხვავებულ ფრინველებს: კაკაბი, ქორი, ყვავი, სამხრეთში ვხვდებიათ ფლამინგოს.

ტყეებს უკავით ტერიტორიის 27 %. ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ტერიტორიებზე გვხვდება ხის ისეთი ჯიშები როგორიცაა: კაკალი, არყის ხე, მუხა, ნაძვი, კორპის ხე, ხოლო ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე გავრცელებულია პალმები და ციტრუსები.

ფაუნის წარმომადგენლებიდან ბევრია ირემი და მელა. შველი ბინადრობს ალპების რეგიონში, შორეულ ტყეებში კი - ველური ღორი.

საფრანგეთში ასევე გავრცელებულია ფრინველების მრავალი სახეობა, მათ შორის ბევრია გადამფრენი. ქვეწარმავლები ნაკლებადაა წარმოდგენილი, გველებიდან გვხვდება მხოლოდ ჩვეულებრივი გველგესლა.

ზღვის სანაპირო წყლებში ბევრია თევზი: ქაშაყი, სკუმბრია, სარდინი, ვირთევზა, თინუსი, ვერცხლისფერი ხეკი და ა. შ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]