რენო (მდინარე)
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 211,8 კმ |
| აუზის ფართობი | 5 040 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | აპენინები |
| ჩაედინება | ადრიატიკის ზღვა |
| ქვეყნები | |
რენო — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, ემილია-რომანიის რეგიონში. მისი სიგრძე 211,8 კმ-ია და წარმოადგენს იტალიის სიგრძით მეათე და რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან მდინარეს პოს შემდეგ. მისი სახელის ეტიმოლოგია იგივეა, რაც გერმანიის მდინარე რაინისა,[1] რადგან ორივე მათგანი კელტური სიტყვისგან მომდინარეობს და „გამდინარეს“ ნიშნავს, რაც თავის მხრივ ენათესავება ბერძნულ სიტყვას „რჰოია“ (ροήα — დინება).
აუზის ფართობი 5 000 კმ²-ია[2], საშუალო წლიური ხარჯი 95 მ³/წმ.
მდინარე სათავეს იღებს ლე-ლარის მასივში, ზღვის დონიდან 745 მეტრზე, პისტოიის პროვინციაში, ორი ნაკადულის შერწყმის შედეგად. მის ზედა დინებაზე გაივლის საზღვარი ტოსკანასა და ემილია-რომანიას შორის და მიემართება ტყიან არეალში. ზემო დინება გამოირჩევა რამდენიმე ხელოვნურად შეგუბებული წყალსაცავით, როლმებიც ელექტრო-ენერგიის საწარმოებლადაა აგებული.
ქვედა დინებაში რენოს მრავალი ნაკადული ერწყმის, რომელთაგან ზოგიერთი სეზონურია. უერთდება ადრიატიკის ზღვას, ვალი-დი-კომაკიოს ლაგუნების სიახლოვეს.
XVIII საუკუნის შუა წლებამდე, რენო პოს შენაკადი იყო, რომელსაც ხელოვნურად შეუცვალეს დინება გამანადგურებელი დატბორვების რისკების შესამცირებლად.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Autorità di bacino del Reno
- Note storico-geografiche sul fiume Reno
- La via del Reno
- Associazione Amici delle Acque
- Gruppo di Studi Pianura del Reno
- Vitruvio - Associazione per l'armonia e lo sviluppo del territorio