ისლანდიის გეოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისლანდია 2004 წლის 28 იანვარს. ნასას სატელიტური ფოო
ისლანდიის რუკა, რომელზეც ნაჩვენებია დიდი ქალაქები და გეოგრაფიული ფაქტორები.
ისლანდიის აქტიური ვულკანები

ისლანდია არის მეორე უდიდესი კუნძული ევროპაში. ის მდებარეობს გრენლანდიის აღმოსავლეთით, კუნძულის სამხრეთით მდებარეობს შუა-ატლანტიკური ქედი, სამხრეთიდან კუნძულს ესაზღვრება ატლანტის ოკეანე. ისლანდია 4200 კილომეტრითაა დაცილებული ქალაქ ნიუ-იორკს და 860 კილომეტრითაა დაცილებული შოტლანდიის სანაპიროებს.

აქ მრავლადაა ვულკანების და გეოთერმული აქტივობები. ეს ტერიტორია მოქცეულია ახალგაზრდა დანაოჭებაში, აქ გადის ორი ბაქნის საზღვარი. ეს ნათლად ჩანს შუა-ატლანტიკური ქედის სიახლოვეს. ისლანდიის ერთი ნაწილი მოქეცულია ევრაზიულ ბაქანზე, ხოლო მერე ნაწილი ჩრდილო ამერიკულ ბაქანზე. აქ მრავალადაა ბუნების მიერ შექმნილი ხეობები.

კუნძულის დიდი ნაწილი გამოუყენებელია მეურნეობაში. აქ ხშირად ხდება ვულკანების ამოფრქვევები ლავა კი დიდ ტერიტორიებს ფარავს. აქ ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია მყინვარებს. რელიეფში შეიმჩნევა ძველი გამყინვარების ნიშნები. ყველაზე მაღალი წერტილი კუნძულზე არის მთა ჰვანადალსჰნუკური 2,119 მეტრ სიმაღლით. ისლანდიის მნიშვნელოვანი მყინვარებია:

კუნძულ ისლანდიაზე მრავლადაა გეიზერები. ტერიტორიის ოცი პროცენტი გამოიყენებს გეიზერების მიერ გამოყოფილ თბილ წყალს. კუნძულზე უდიდეს გავლენას ახდენს გოლფსტრიმის დინერბა. ეს დინება იწვევს ცივ ზაფხულს და შედარებით რბილ ზამთარს, ზამთრობით ისლანდიას ხშირად არის ქარიანი ამინდი. რეიკიავიკის ყველაზე მაღალი ტემპერატურა არის ივნისობით 11 °C, იანვრობით კი არის 0 °C.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: