კურდღლისებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან კურდღელი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურდღლისებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: კურდღლისნაირები
ოჯახი: კურდღლისებრნი
ლათინური სახელი
Leporidae
გვარები
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


კურდღლისებრნი (Leporidae), ძუძუმწოვრების ოჯახი კუდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიატულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობს 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი (Oryctolagus cuniculus), მანჯურიული კურდღელი (Caprolagus brachyurus), თეთრი კურდღელი (Leporidae timidus), რუხი კურდღელი (Leporidae europaecus), კურდღელი-ტოლაი (Leporidae tolai). საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს.

კურდღლის ნაშიერს ბაჭია ჰქვია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე