ზომიერი სარტყლები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზომიერი სარტყლები, გეოგრაფიული სარტყლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების ზომიერ განედებში (ჩ. გ. 40-65° შორის და ს. გ. 42-58° შორის). ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში ჭარბობს ხმელეთი (დაახლოებით 55%), სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერი სარტყლის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 98%) ოკეანეს უჭირავს. ზომიერ სარტყლებში მკვეთრადაა გამოსახული სითბური რეჟიმის სეზონურობა, ხანგრძლივი ცივი ზამთარი. დედამიწის ზედაპირი ზემიერ სარტყელში წლის განმავლობაში იღებს 290-340-იდან 580-670-მდე კჯ/სმ2 (70-80-იდან 140-160-მდე კკალ/სმ2) მზის სითბოს. აქ მთელი წლის განმავლობაში გაბატონებულია დასავლეთური გადატანა, რაც ციკლონურ მოქმედებასთან ერთად ხელს უწყობს თბილი და ცივი ჰაერის მასების ინტენსიურ ცვლას და ტენის გადაადგილებას ოკეანიდან ხმელეთზე.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე