იზეოს ტბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იზეო
Lago d'Iseo
Lake Iseo.png
კოორდინატები: 45°43′ ჩ. გ. 10°05′ ა. გ. / 45.717° ჩ. გ. 10.083° ა. გ. / 45.717; 10.083
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სიგრძე 25 კმ
ფართობი 65,3 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 251 
საშუალო სიღრმე 124 
აუზის ფართობი 1777 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ოლო
გამომდინარე მდინარე ოლო

იზეოს ტბა მდებარეობა იტალია

Blue pog.svg
Commons-logo.svg ამ თემაზე ვიკისაწყობში

იზეო (იტალ. Lago d'Iseo) ან სებინო — სიდიდით მეოთხე ტბა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, იკივებება მდინარე ოლოს წყლით, რომელიც შემდეგ კვლავ გამოედინება ამავე მდინარის სახელწოდებით.

მდებარეობს ჩრდილოეთ იტალიაში, ვალკამონიკის ხეობაში, ქალაქ ბრეშასა და ბერგამოს სიახლოვეს. ტბა თითქმის თანანრადაა გაყოფილი ბერგამოსა და ბრეშის პროვინციებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არეალი ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიალიზებულია მთელ მსოფლიოში, ის მაინც ინარჩუნებს ბუნების თვალსაჩინო სიმშვენიერეს. ტბის სანაპიროს გასწვრივ მიემართება გზატკეცილი შვეიცარიისკენ.

ტბის შუაგულში მდებარეობს კუნძული მონტე-იზოლა, რომელიც უდიდესია მთელს ევროპაში ტბის კუნძულებს შორის.

გეოლოგია[რედაქტირება]

ტბის ხედი

70 მლნ წლის წინ, ხმელეთის ზედაპირი უფრო მაღლა მდებარეობდა, რადგან არსებობდა ძირითადი ქანი, რომლიდანაც გამოიზიდებოდა 5000 მ სისქის დამატებითი შრე. მთები თითქმის სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა და წარმოქმნიდა პარალელურ ქედებს, რომლებიც ერთმანეთისგან ღრმა ხეობებით იყო გამოყოფილი. კლდე, რომელიც წარმოქმნის ტბის მთიან სანაპიროებს, ჩამოყალიბდა მეორეულ პერიოდში, ჩვენამდე 230 — 70 მლნ წლებს შორის, შრეებში დანალექების გაერთიანების შედეგად, რომელიც აქ დარჩენილი იყო უძველესი ზღვისგან, რომელიც ერთ დროს ამ არეალში და ზოგადად ცენტრალურ ევროპასა და ცენტრალურ აფრიკას შორის სივრცეში მდებარეობდა.

როდესაც კლდეებმა დღევანდელი პოზიცია დაიკავა, კვლავ გრძელდებოდა დეფორმაცია, რის შედეგადაც წარმოიშვებოდა უფრო სრულყოფილი ნაოჭები. ვალკამონიკა თავდაპირველად მდინარის ხეობა იყო. რამდენიმე მლნ წლის შემდეგ, კლიმატი უფრო ცივი გახდა, ცენტრალური ევროპა და ალპები სქელი ყინულის ფენით დაიფარა, რომლის სისქეც ზოგიერთ ადგილებში რამდენიმე ათას მეტრს აღწევდა. ამ მყინვარებმა ჩააღწია ხეობამდეც და მთიდან ჩატანილი უზარმაზარი რაოდენობის ქვებითა და თავისი წონით შეცვალა მისი ფორმა და ხეობის ფსკერზე ამოთხარა ჯამის ფორმის ქვაბული, რომელიც დღეს ზღვის დონიდან 65 მეტრით დაბლა მდებარეობს და რომელშიც იზეოს ტბაა შეგუბებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]