იტალიური ფიჭვი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| იტალიური ფიჭვი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Pinus pinea | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
იტალიური ფიჭვი — 20–25 სიმაღლის ხეა ქოლგისებრი ვარჯით. სამშობლო: ხმელთაშუაზღვის ოლქი — პორტუგალიიდან მცირე აზიამდე. ადის ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლემდე.
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ყოფილა ოდიდგანვე. ახალგაზრდობაში ხასიათდება სწრაფი ზრდით, შემდეგ ზრდა ნელდება. სინათლის მოყვარულია, გამოირჩევა გვალვაგამძლეობით, თბილი ზღვის ჯიშად ითვლება, მაგრამ იტანს (წიწვების მცირე დაზიანებით) ხანმოკლე ყინვას — 18 გრადუსამდე. ნიადაგისადმი დაუდევარია — ეგუება მწირ ნიადაგებს, იზრდება კლდეებსა და ზღვისპირა ქვიშნარებზეც. ფრიად დეკორატიულია. ლამაზია როგორც სოლიტერად, ისე ღია ადგილებში პატარა ჯგუფებად გაშენებული, საუკეთესო და ულამაზესი ხეივნების შესაქმნელად.
ფოტოგალერეა [რედაქტირება]
-
იტალიური ფიჭვის გირჩა
სტატიის