ბულგარეთის გეოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბულგარეთის ტოპოგრაფიული რუკა

ბულგარეთი არის სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ესაზღვრება რუმინეთი, სერბეთი, მაკედონია, საბერძნეთი და თურქეთი, აღმოსავლეთიდან ქვეყანას საზღვრობს შავი ზღვა. ბულგარეთის ჩრდილოეთი საზღვარი რუმინეთთან მიუყვება მდინარე დუნაის, ქალაქ სილისტრადან უკვე საზღვარი მდინარეს აღარ მიუყვება. ბულგარეთის ფართობი შეადგენს 110,550 კვადრატულ კილომეტრს, ფართობით აღემატება კუნძულ ისლანდიას და აგრეთვე აშშ-ის შტატ ტენესის. ქვეყანას სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთი და საბერძნეთი, აღმოსავლეთიდან სერბეთი და მაკედონია, ხოლო ჩრდილოეთით რუმინეთი. ბულგარეთის გეოგრაფიული ცენტრი მდებარეობს ქალაქ უზანაში.

ბულგარეთში კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს ალპური და შავი ზღვის ჰავა. აქ არის რამდენიმე მთიანი რეგიონი, რომელთაგანაც აღსანიშნავია რილა, პირინი და სტარა-პლანინა, სტარა-პლანინა ჩრდილოეთი და სამხრეთი ბულგარეთის კლიმატგამყოფია. ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია დაბლობებს, დაბლობები ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლში და მდინარე დუნაის პირასაა.