ბრაჩანოს ტბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრაჩანო
Lago di Bracciano
LakeBracciano.JPG
კოორდინატები: 42°07′16″ ჩ. გ. 12°13′55″ ა. გ. / 42.12111° ჩ. გ. 12.23194° ა. გ. / 42.12111; 12.23194
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სიგრძე 9,3 კმ
სიგანე 8,7 კმ
ფართობი 213 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 165 
აუზის ფართობი 56,76 კმ²
გამომდინარე მდინარე არონი

ბრაჩანოს ტბა მდებარეობა იტალია

Blue pog.svg
Commons-logo.svg ამ თემაზე ვიკისაწყობში

ბრაჩანო (იტალ. Lago di Bracciano) — ვულკანური წარმოშობის ტბა იტალიაში, ლაციოს რეგიონში, რომიდან 32 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. წარმოადგენს რეგიონის სიდიდით მეორე (ბოლსენის ტბის შემდეგ) და იტალიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტბას. მისი პერიმეტრი წრიულია და დაახლოებით 32 კმ-ია.

ტბის წარმოშობა დაახლოებით 600 000 — 40 000 წლის წინ მიმდინარე ვულკანურ აქტივობას უკავშირდება, რის შედეგადაც ასევე წარმოიშვა ბევრი პატარა ვულკანი. მაგმის მთავარი წყარო დღევანდელი ბრასიანოს ტბის ქვეშ მდებარეობდა. მისი კოლაფსის შედეგად წარმოიქმნა კალდერა, რომელიც დღეს კრატერის ტბას (ბრაჩანოს ტბა) უკავია. ზოგიერთი პატარა კრატერი დღესაც შეიმჩნევა ტბის მიდამოებსა და უშუალოდ მის სიახლოვეს.

ტბის ირგვლივ მდებარე ქალაქებია: ბრაჩანო, ანგუილარა-საბაცია და ტრევიანო-რომანო.

რომთან სიახლოვის გამო, ბარჩანოს ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქციაა. 1986 წლიდან მკაცრი კონტროლია დაწესებული მისი წყლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან იგი რომს ემსახურება როგორც სასმელი წყლის რეზერვუარი. სასტიკად აკრძალულია მოტორიანი ნავების გამოყენება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა პროფესიონალ მოთევზავეთა და ტბის მმართველობისათვის). დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ყველა მეზობელ ქალაქში აშენდა საკანალიზაციო სისტემა. შედეგად, ბრაჩანო იტალიის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ტბად იქცა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსჯელობენ სამომავლო პროექტზე, რომლის მიხედვითაც ტბასა და მის შემოგარენში შეიქმნება რეგიონული პარკი (Parco Regionale del complesso lacuale di Bracciano Martignano).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]